
ნიდერლანდების ნაკრების 25 წლის შემტევმა დონიელ მალენმა შეიძლება ზამთარში "დორტმუნდი" დატოვოს, - იტყობინება ky Sport-ი.
თავად მალენს გუნდის გამოცვლა სურს და ამ მიზნით ახლახან აგენტი გამოიცვალა. გერმანული კლუბი მალენს 25-30 მილიონ ევროდ აფასებს და მისი გასხვისების წინააღმდეგი არაა, რადგან იმ პოზიციაზე, სადაც ის თამაშობს, სხვა ფეხბურთელები ჰყავს.
ამ სეზონში მალენმა 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.