ბასილაშვილი რეიტინგში 501 საფეხურით დაწინაურდა და ნეაპოლს მიაშურა

AutoSharing Option
ტრავმისა და ოპერაციის გაკეთების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი კარგი ტურნირი ჩაატარა. ჩვენებური ესპანეთის ქალაქ მურსიაში ჩელენჯერის ფინალში გავიდა, იქ კი პორტუგალიელ ენრიკე როჩასთან სამ სეტში 6:3, 6:7, 5:7 დასანანი მარცხი განიცადა.

მიუხედავად ამისა, ნიკოლოზი რეიტინგში 501 საფეხურით დაწინაურდა და ახლა მსოფლიოს 585-ე ჩოგანია.

ბასილაშვილმა ნეაპოლში გადაინაცვლა, სადაც ასევე ჩელნერზე მონაწილეობის უფლება ძირითადი ბადიდან მოიპოვა.

მისი მეტოქე ტუნისელი აზიზ დუგაზი იქნება, რომელიც 26 წლისაა და მსოფლიო რეიტინგის 234-ე ნომერია. შეხვედრა, სავარაუდოდ, ზეგ გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
თუ ტრამვები არ იქნება,წელს ორმოცდაათში შევა.წარმატებები!
ლუკა
26 მარტი 2024 10:13
3
ეს ერთო დისლაიქი ნეკასია თუ ბაიასი?
გიორგი 11
25 მარტი 2024 14:59
5
როგორც ფინალის შესახებ დაიწერა,ნიკას ფინალში საკმაოდ არასტაბილური მონაკვეთები ჰქონდა.თუმცა ფინალამდე მიაღწია და იქაც იბრძოლა.ტრავმების თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო მისი რეიტინგის ვერტიკალური ვარდნა,შეჩერებულია და კვლავ აღმა დაიწყო მოძრაობა.მთავარია ტრავმები არ იყოს და დარწმუნებული ვარ,ორ თვეში,ისევ ასეულის წევრი გახდება.მერე კი,კიდევ უფრო ზემოთ აიწევს რეიტინგში.მისთვის,ეს თავისუფლად მიღწევადია.
სოსო
25 მარტი 2024 12:37
1

25 მარტი 2024 12:36
1
მიდი ნიკოლოზ, წარმატებები! წელს ასეულში უნდა შეხვიდე!
შოთა
25 მარტი 2024 12:35
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული