ბასილაშვილი რეიტინგში 501 საფეხურით დაწინაურდა და ნეაპოლს მიაშურა

AutoSharing Option
ტრავმისა და ოპერაციის გაკეთების შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი კარგი ტურნირი ჩაატარა. ჩვენებური ესპანეთის ქალაქ მურსიაში ჩელენჯერის ფინალში გავიდა, იქ კი პორტუგალიელ ენრიკე როჩასთან სამ სეტში 6:3, 6:7, 5:7 დასანანი მარცხი განიცადა.

მიუხედავად ამისა, ნიკოლოზი რეიტინგში 501 საფეხურით დაწინაურდა და ახლა მსოფლიოს 585-ე ჩოგანია.

ბასილაშვილმა ნეაპოლში გადაინაცვლა, სადაც ასევე ჩელნერზე მონაწილეობის უფლება ძირითადი ბადიდან მოიპოვა.

მისი მეტოქე ტუნისელი აზიზ დუგაზი იქნება, რომელიც 26 წლისაა და მსოფლიო რეიტინგის 234-ე ნომერია. შეხვედრა, სავარაუდოდ, ზეგ გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
თუ ტრამვები არ იქნება,წელს ორმოცდაათში შევა.წარმატებები!
ლუკა
10:13 26-03-2024
5
ეს ერთო დისლაიქი ნეკასია თუ ბაიასი?
გიორგი 11
14:59 25-03-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული