ბაკში და ფურცელაძე ასტანაში სრული სვლით - ქართველი ჩოგბურთელები ნახევარფინალში გავიდნენ

AutoSharing Option
ქართველი ჩოგბურთელები ალექსანდრე ბაკში და საბა ფურცელაძე ასტანას ჩელენჯერის ნახევარფინალში გავიდნენ.

პირველმა მათგანმა 23 წლის უზბეკ სერგეი ფომინს (582) სამ სეტში 7:6, 6:7, 7:6 სძლია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ან ბულგარელ დიმიტარ კუზმანოვს, ან ნეიტრალური სახელით მოასპარეზე ევგენი დონსკოის ხვალ დაუპირისპირდება. 

რაც შეეხება ფურცელაძეს, საბამ ორ სეტში 6:2, 6:3, 22 წლის სლოვაკი ლუკას პოკორნის (536) წინააღმდეგობა დაძლია და 1/2-ფინალში ნეიტრალური სახელის მქონე ევგენი კარლოვსკის შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დონსკოის რანაირად დაუპირისპირდება?
ზურა
14:58 19-07-2024
0

სიახლეები პოპულარული