ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას პირველსავე წრეში გამოეთიშა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი წლის პირველ დიდ სლემს ავსტრალიის ღია პირველობას პირველსავე წრეში გამოეთიშა.

ჩვენებური წყვილში აშკარად ფავორიტად შერაცხულ მსოფლიოს 49-ე ნომერ 19 წლის ჩეხ იაკუბ მენშიკს დაუპირისპირდა და 4 სეტში 1:6, 7:6, 3:6, 3:6 წააგო.

ქართველის ანგარიშზე 10 ეისი და 9 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა. მან 1 საკუთარი ჩაწოდება 6-ჯერ დაკარგა საპირისპიროდ კი 1 ბრეიკი გააკეთა, რაც დიდწილად მენშიკის კარგი ჩაწოდების დამსახურებაცაა, რადგან ჩეხის ანგარიშზე 31 ეისი დაფიქსირდა. 

შეგახსენებთ, რომ ძირითად ბადეში გასასვლელად ნიკოლოზმა კვალიფიკაცია გაიარა, სადაც 3 შეხვედრაში
იმარჯვა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
შენმა ძმაკაცმა ნოშიკო ნამორაძემ რაო??
13
ნიკამ გაყიდა ეს თამაში,სხვა დროსაც ბევრჯერ გაუკეთებია იგივე!
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული