რუსები მავნებლური და მაფიოზური გზებით ქართველებს ძირავენ - საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსების მიერ დაფუძნებული შპს-ს საქმიანობაზე საუბრობს.

"მიმართვა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს, აგრეთვე, ყველა მეთევზეს, წყალქვეშა მონადირეს, დაივერებს და გარემოს დამცველებს!!!

2019 წლის 28 ნოემბერს საქართველოში შემოვიდა და დარეგისტრირდა - შპს "ალფა" (ს/კ: 405366848), რომელიც რუსეთის ორი მოქალაქის მიერ არის დაფუძნებული.

ჩვენმა ასოციაციამ წინა განცხადებაში სუს-ს, შსს-სა და იუსტიციის სამინისტროს საჯაროდ მიმართა, რათა შპს "ალფას" საქმიანობით და მისი მფლობელებით დაინტერესებულიყვნენ, რადგან მათი ინტერესები და რეალური ქმედებები უკვე აშკარად სცილდება ჩვეულებრივ ბიზნესსაქმიანობას!

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს არის არა მხოლოდ ჩემი ან ჩვენი ორგანიზაციის კერძო მოსაზრება, არამედ იმ ქართველი დაივერებისაც, რომელნიც მათთან ფოთის პორტში და ასევე სხვა ადგილებში მუშაობდნენ და ყვინთავდნენ!

პირველად ეს ორი რუსი პიროვნება გაგვეცნო, როგორც დაივინგის მოყვარული უბრალო ადამიანები, რომელთაც ჩვენთან არსებული საინტერესო საყვინთაო ადგილები აინტერესებდათ. მერე უცებ საქართველოში არსებული ჩაძირული და მიტოვებული მეტროს თუ ჰიდროელექტროსადგურების წყლით ამოვსებულ გვირაბებში ყვინთვა მოუნდათ.

ამ დროისთვის მათ უკვე არაერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი შეისწავლეს და გადაიღეს... მერე თურმე წყალქვეშა ნადირობაც და თევზის მუქთად ჭამაც მაგრად ჰყვარებიათ. როცა კარგად გამოძღნენ და ცოტა ფერზეც მოვიდნენ, "ჯაყოსი" არ იყოს, მერე ჩვენს გაუბედურებულ შავ ზღვასა და ტბებში თევზის მასიურ ხოცვაზე (კომერციულ ნადირობაზე) გადავიდნენ და ბათუმის ბაზარზე კარგი ფულის გაკეთებაც დაიწყეს, თუმცა დღემდე არცერთ სახელმწიფო უწყებაში არავითარი ლიცენზია და ნებართვა არ აუღიათ და შესაბამისად, არც რაიმე სახის გადასახადს იხდიან!

მერე უცებ დიდი ფულიც გაუჩნდათ და საქართველოში რუსეთიდან და ისრაელიდან ძვირიანი კომერციული დაივინგის აღჭურვილობაც შემოიტანეს, იუსტიციის სახლში შპს "ალფაც" ერთ დღეში დაარეგისტრირეს და სწრაფი ტემპებით დაიწყეს ჩვენს პორტებსა და ჰესებში საჭირო კონტაქტების მოძიება და ტენდერების მოგება!

მოკლედ, დღეს უკვე საქართველოს დაივინგის ისედაც მცირე ბაზარზე შპს "ალფა" და მისი მფლობელები ისეთივე მავნებლურ, რუსულ მაფიოზურ პოლიტიკას ატარებენ, როგორსაც ტაქსების ბაზარზე რუსული მსხვილი კომპანია - Yandex Taxi მიმართავს, რომელიც ადგილობრივი ტაქსების ქართულ კომპანიებს აქტიურად ძირავს და დევნის!

რადგანაც ეს რუსული კომპანიები თავიანთი "დიდი ფულით" და მავნებლურ-მაფიოზური (ე.წ. სპრუტის) პოლიტიკით ქართველ მეწარმეებს ძირავენ და მათ მასიურად უმუშევრად ტოვებენ, მაშინ უკვე დროა, მათ წინაშე ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოვიყენოთ და რაც შეიძლება სწრაფად გავაძევოთ საქართველოდან!

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი ასოციაცია კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ შორის, ფინანსურ პოლიციას, გდი-ის (გარემოს დაცვის ინსპექციას) მკაცრ კონტროლზე აიყვანონ შპს "ალფას" და მისი მფლობელების საქმიანობა.

გარდა ამისა, ყველა ქართველ მეთევზეს, დაივერს და გარემოს დამცველს მოვუწოდებთ, აღკვეთონ, ყველა საშუალებით ხელი შეუშალონ, აგრეთვე, მობილურით გადაიღონ და ჩვენს ასოციაციას მოაწოდონ ქვემოთ აღბეჭდილი ორი ბრაკონიერის და საერთოდ ყველა უცხო პირის მიერ დახოცილი თევზები და ჩვენს ბაზრობებზე მათ მიერ განხორციელებული არალეგალური და უკანონო ვაჭრობა!

საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის თავმჯდომარე - დავით ნიკოლეიშვილი."

მკითხველის კომენტარები / 29 /
mikhael

პლინტუსის დონეზე ხარ.
ვაკეთებ
03 აგვისტო 2020 22:31
6
თუ არსებობს კანონი უცოელების მიერ თევზაობის აკრძალვაზე და მაშინ მესმის მოთხოვნის აზრი ხოლო თუ არა ვისი საქმეა ნანადირებს ბათუმის ბაზარში გაყიდიან თუ სამტრედიის ბაზარში
ბექა
04 აგვისტო 2020 18:03
7
ვინ მიუშვა ГРУ-ს დივერსანტები საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებთან?!!!
ქ.გ.
04 აგვისტო 2020 14:09
4
Кремлебот Вася Болванов "რობოტა"! А ты что здесь делаешь? Сосредоточься на сайтах с песнями Кобзона и Бабченко.
ქ.გ.
04 აგვისტო 2020 18:41
2
ჰაიტ მაგნები!!
რობოტა
04 აგვისტო 2020 17:28
4
ღმერთმა სენ გაგიმარჯოს, და ყველა სენისტანას, ქარტველი რა ცუდი არ არის? რამდენიც გინდა მტრებს რომ გადაუსქრეს იმდენი ცუდი გაუკეტეს ქვეყანას, მარა მაგატ უნდა მიეხედოს დროზე!
slavian s
04 აგვისტო 2020 10:39
4
რუსები რომ ჩვენს მიმართ საუკუნეების განმავლობაში მეთვალყურეობის და ხელის შეშლით რომ არიან დაკავებულნი დღემდის ეს ფაქტია, რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ, ჩვენ ძალიან ცუდად მივეჩვიეთ ხელის გაშვერას, ესეც ფაქტია, ყოველთვის ჩვენ რომ ვაშავებთ, რუსეთისკენ ვიშვერთ მუდმივად ხელს და ჩვენ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ყოველთვის რუსებს, მივეჩვიეთ, უკვე სისხლში გვაქვს, ჩვენ ცუდად ვიქცევით, ვაფუჭებთ რუსეთია დამნაშავე, ჩვენ ერთმანეთს, არ ვუფრთხილდებით, ქვეყანას არ ვუფრთხილდებით, ვკლავთ, ვჭრით, ვაწიოკებთ... ყველაფერში რუსეთია დამნაშავე, ჩვენ კარგები ვართ... ეს უკვე ვირუსია, სენია ძალიან ცუდი რაც ჩვენ გვჭირს. ეს არ მომწონს, თორემ რუსეთი რომ მარიონეტი ქრისტიანული ქვეყანაა და მუდმივად მტრულად განწყობილია ჩვენს მიმართ ეს კარგა ხანია გავიგე... და ამ ყველაფერში ჩვენვე ვუწყობთ მათ ხელს ისე რომ ვერ ვხვდებით ან არ ვხვდებით, ან არ გვინა რომ მივხვდეთ, იმიომ რომ ჩვენ ხომ ყველაზე კარგები და მაგრები ვართ...
ნაღდი
05 აგვისტო 2020 08:30
0

სიახლეები პოპულარული