რუსები მავნებლური და მაფიოზური გზებით ქართველებს ძირავენ - საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საშუალებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსების მიერ დაფუძნებული შპს-ს საქმიანობაზე საუბრობს.

"მიმართვა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს, აგრეთვე, ყველა მეთევზეს, წყალქვეშა მონადირეს, დაივერებს და გარემოს დამცველებს!!!

2019 წლის 28 ნოემბერს საქართველოში შემოვიდა და დარეგისტრირდა - შპს "ალფა" (ს/კ: 405366848), რომელიც რუსეთის ორი მოქალაქის მიერ არის დაფუძნებული.

ჩვენმა ასოციაციამ წინა განცხადებაში სუს-ს, შსს-სა და იუსტიციის სამინისტროს საჯაროდ მიმართა, რათა შპს "ალფას" საქმიანობით და მისი მფლობელებით დაინტერესებულიყვნენ, რადგან მათი ინტერესები და რეალური ქმედებები უკვე აშკარად სცილდება ჩვეულებრივ ბიზნესსაქმიანობას!

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს არის არა მხოლოდ ჩემი ან ჩვენი ორგანიზაციის კერძო მოსაზრება, არამედ იმ ქართველი დაივერებისაც, რომელნიც მათთან ფოთის პორტში და ასევე სხვა ადგილებში მუშაობდნენ და ყვინთავდნენ!

პირველად ეს ორი რუსი პიროვნება გაგვეცნო, როგორც დაივინგის მოყვარული უბრალო ადამიანები, რომელთაც ჩვენთან არსებული საინტერესო საყვინთაო ადგილები აინტერესებდათ. მერე უცებ საქართველოში არსებული ჩაძირული და მიტოვებული მეტროს თუ ჰიდროელექტროსადგურების წყლით ამოვსებულ გვირაბებში ყვინთვა მოუნდათ.

ამ დროისთვის მათ უკვე არაერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი შეისწავლეს და გადაიღეს... მერე თურმე წყალქვეშა ნადირობაც და თევზის მუქთად ჭამაც მაგრად ჰყვარებიათ. როცა კარგად გამოძღნენ და ცოტა ფერზეც მოვიდნენ, "ჯაყოსი" არ იყოს, მერე ჩვენს გაუბედურებულ შავ ზღვასა და ტბებში თევზის მასიურ ხოცვაზე (კომერციულ ნადირობაზე) გადავიდნენ და ბათუმის ბაზარზე კარგი ფულის გაკეთებაც დაიწყეს, თუმცა დღემდე არცერთ სახელმწიფო უწყებაში არავითარი ლიცენზია და ნებართვა არ აუღიათ და შესაბამისად, არც რაიმე სახის გადასახადს იხდიან!

მერე უცებ დიდი ფულიც გაუჩნდათ და საქართველოში რუსეთიდან და ისრაელიდან ძვირიანი კომერციული დაივინგის აღჭურვილობაც შემოიტანეს, იუსტიციის სახლში შპს "ალფაც" ერთ დღეში დაარეგისტრირეს და სწრაფი ტემპებით დაიწყეს ჩვენს პორტებსა და ჰესებში საჭირო კონტაქტების მოძიება და ტენდერების მოგება!

მოკლედ, დღეს უკვე საქართველოს დაივინგის ისედაც მცირე ბაზარზე შპს "ალფა" და მისი მფლობელები ისეთივე მავნებლურ, რუსულ მაფიოზურ პოლიტიკას ატარებენ, როგორსაც ტაქსების ბაზარზე რუსული მსხვილი კომპანია - Yandex Taxi მიმართავს, რომელიც ადგილობრივი ტაქსების ქართულ კომპანიებს აქტიურად ძირავს და დევნის!

რადგანაც ეს რუსული კომპანიები თავიანთი "დიდი ფულით" და მავნებლურ-მაფიოზური (ე.წ. სპრუტის) პოლიტიკით ქართველ მეწარმეებს ძირავენ და მათ მასიურად უმუშევრად ტოვებენ, მაშინ უკვე დროა, მათ წინაშე ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოვიყენოთ და რაც შეიძლება სწრაფად გავაძევოთ საქართველოდან!

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი ასოციაცია კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, მათ შორის, ფინანსურ პოლიციას, გდი-ის (გარემოს დაცვის ინსპექციას) მკაცრ კონტროლზე აიყვანონ შპს "ალფას" და მისი მფლობელების საქმიანობა.

გარდა ამისა, ყველა ქართველ მეთევზეს, დაივერს და გარემოს დამცველს მოვუწოდებთ, აღკვეთონ, ყველა საშუალებით ხელი შეუშალონ, აგრეთვე, მობილურით გადაიღონ და ჩვენს ასოციაციას მოაწოდონ ქვემოთ აღბეჭდილი ორი ბრაკონიერის და საერთოდ ყველა უცხო პირის მიერ დახოცილი თევზები და ჩვენს ბაზრობებზე მათ მიერ განხორციელებული არალეგალური და უკანონო ვაჭრობა!

საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის თავმჯდომარე - დავით ნიკოლეიშვილი."

მკითხველის კომენტარები / 29 /
რუსები ყველგან ხმალამოღებული გვებრძვიან, სპორტიდან დაწყებული ეკონომიკური დივერსიებით დამთავრებული. ყველა ფრონტზე გამალებული ბრძოლა აქვთ გამოცხადებული ჩვენ კიდევ გვძინავს საღათას ძილით, დროა გამოვფხიზლდეთ. ისე გვართმევენ საარსებო წყაროებს რომ აზრეც ვერ მოვდივართ და ეს სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი.
მერაბ მაღლაკელიძე
03 აგვისტო 2020 17:19
15
რუსის ხმალი ვის გაუგია, ხიშტი მაინც გეთქვა....
დდდდდ
03 აგვისტო 2020 19:42
4
მერე, ეს ვისი ბრალია, რუსების ან ვინმე სხვისი?.. ეს ისევ ჩვენი, ჩვენი უტვინობის ბრალია, ყველა და ყველაფერი რომ ფეხებზე გვკიდია, მარტო ერთმანეთის ხოცვით, დაჭრით, შურით... რომ ვართ დაკავებულნი ეგ იმის ბრალია, სხვისკენ ნუ ვიშვერთ თითებს, საკუთარ თავებში უნდა ჩავიხედოთ და რომ დავინახავთ ყველაფერს, რა რისი, ვისი ბრალია მერე შეიძლება გვეშველოს!
სიმართლე
03 აგვისტო 2020 21:10
2
ბრაკონიერები კიარა ჭკუა ქონიათ.ვინ უშლის ბირჟაზე მგომახალგაზდობას თევზაობას?ბათუმში 50 პროცენტი წამალს ეძებს გასაკეთებლად 30 ტურქთში მუშაობს მხოლო 20 პროცენტი აკეთებს რაგაცას.ასე დაგვემართება ყველაფერზე სათესბზე ვენახებზე ჩვენ მახათით ვზივართ და ვიძახითსმასახურს არ გვაძლევს არავინო,ჩამოდიან რუსები, არაბები ინდოელები, თურქები დამდიდრდებაინ ჩვენი მიწა წყლით.იცით რატო?ბრაკონიერები კიარ არიან მახათის მაგივრად ხელები აქვთ დაკაპიწებული და შრომობენ.რუსმა თუ ჩაყვინთა დალოცვილო შენ რა საცურაო კოსტუმი ვერ იშოვე?ან ინდოელმა თუ დათესა, და გამდიდრდა შენ ვინ დაგიშალა?მაგრამ მახატს, ისე მივეჩვიეთ გვსიამოვნებს.და ეგენი ხელით იჭერენ რაც სამაგალითოა და მისაბაძი. და ჩვენი უაპსუხისგებლო მეთევზე, და გარეწარი ასფეთგებელს და ათას აპარატს, იყენებს რომელიც არამარტო თევზს, კლავს არამედ ცოცხალ დარჩენილსაც, ქვირითის დაყრა არ შეუზლია.
mosexoneli
04 აგვისტო 2020 07:51
7
100% გეთანხმები.....ამდრეებში წავიკითხე... ახალგაზრდამ აგროკრედიტით ატმის ბაღები გააშენა,წელს მოსავალი 16 000 ტონა ქონია...კომენტარებზსი წერს ერთ მუთქაში კაი ფული ექნებოდაო ატმის მოსავალს აბა რამდენი წელი უნდა ლოდინიო...ყველას დღესვე უნდ აგამდიდრება.. იმ გლეხის და იმ სოფლელის დედა მ...ყან ვინ იზახის სოფელი შიმშილობსო...როგორ ეხლაა დახმარება ყველანაირად სოფლის როდის იყო,მიდი იმუშავე რა,არა მახათი და ელიავას ბაზრობა კაფელსჰიკობა ურჩევნიათ...ადრე მახსოვს იგოეთს გაივლიდი იქაურობას ხახვი მიქონდა ვედრიებით იდგნენ ტრასაზე ოღონდ გააჩერე და იყიდე... რაო გამოილია ხახვის თესლი თუ რაშია საქმე...ასეა ყველაფერში... მახათი... მახათი..მახათი...
თბილისელი
04 აგვისტო 2020 11:34
2
რაც მალე გაიაზრებს ქართული საზოგადოება რომ რუსეთი, რუსები და ზოგადად რუსული სამყარო არის ავადმყოფი საზოგადოება , რომელსაც არ აქვს მომავალი, არ აქვს პროგრესის და განვითარების სურვილი მით უფრო სწრაფად მოევლება საქართველოს...

საჭიროა ყველამ გაითავისოს რომ საქართველო არ არის მარტო რაღაც აბსტრაქტული რამ. და ეს არის ჩვენი ყველას სახლი და მას სჭირდება მოვლა და პატრონობა მსგავსი სარეველა და მავნე ელემენტებისგან რასაც რუსები და რუსეთუმეები ჰქვია ...
mikhael
03 აგვისტო 2020 16:52
15
პატრიოტიზმი და ნაციზმი ერთი და იგივე არ არის. მე რუსი ვარ და არასდროს ცუდი არ გამიკეთებია საქართველოსთვის და ქართველებესთვის. პირიკით, ყველგან ვიცავ ქართველებს და ქართულს. ვიცნობ რუსებს ეროვნებით, ვინც 2008-ში სამაჩაბლოში იბრძოდა რუსეთის არმიის წინააღმდეგ. ასე რომ, როცა ამბობთ "ყველა რუსი და რუსული" ცოტა დაფიქრდით. არ არის სწორი თქვენი პოზიცია. პოლიტიკა ერთია და ეროვნება ეს სხვა თემაა.
slavian
03 აგვისტო 2020 19:55
4
ვერც რუსების და ვერც რუსეთუმეების ლანძღვით ქვეყანას ვერ ააშენებ - აი, ამას რომ გაათვითცნობიერებდეთ ვაშა-პატრიოტები, იქნებ მართლა გვშველებოდა რამე... ისე, რუსებს ერთი კაი გამოთქმა აქვთ შენისთანა (თუ ჩვენისთანა) მოცეკვავეებზე, გამუდმებით კვერცხები რომ უშლით ხელს და რატომღაც მგონია, რომ ჩვენ ამბავში აეგ კვერცხები ქვეყნის შიგნით უფროა საძებარი, ვინემ - შენ რომ ავადმყოფად მოიხსენიებ, იმ ერში...
სტაჟიანი მერუსეთე
03 აგვისტო 2020 23:23
11
ყველა გამოხმაურება
ეს ყველაფერი ხდება ზუსტად ჩვენი მთავრობის "ლოცვა კურთხევით".აბა შეუთანხმებლად გაბედოს ვინმემ ისე ჩააყუდებენ ვერვ ვერავინ გამოიხსნის
კვარა
03 აგვისტო 2020 17:05
18
წინა მთავრობამ ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსებს მიყიდა, თელასი, საქგაზი, ენგურჰესი წყალკანალი, დ.ა.შ.
მერაბ მაღლაკელიძე
03 აგვისტო 2020 17:22
15
გეთანხმები,წინა მთავრობა ამხლანდელზე გაცილებით კაცთმოძულე იყო და რადიკალური საკუთარი მოქალაქეების მიმართ.მოკლედ ასეთ რეგიონში მსგავსი მმართველების ყოლა თვითმკვლელობის ტოლფასია.არ ვიცი რა გვეშველება.
კვარა
03 აგვისტო 2020 20:33
3
ერთი ვერ გავიგე, თუ კი რუსეთი მტრული სახელმწიფოა, როგორღა ახერხებენ რუსეთის მოქალაქეები ლეგალურ საქმიანობას საქართველოში? ან თუ კი საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, არავითარი რეაქცია არ აქვსნ თვითონ მოსახლეობამ უნდა გარიყოს და ბოიკოტი გამოუცხადოს რუსულ ბიზნესს თუ საქონელს. თქვენ წარმოიდგენთ, ბაქოში სომხური ბიზბნესი რომ წამოიწყოს? ან ევროპაში, ჩამოსულები, და არა მტრები, სულ კონტროლის და ზედმეტი ყურადღების ქვეშ არიან.
kalo
03 აგვისტო 2020 18:29
8
ამიტომაც ვჯობივართ მათ ვინც ჩამოთვალე. მეტი შეგნება გაგვაჩნია. ნავთობი და გაზი რომ გვქონდეს ხომ "ვაბშე"
დავით 67
03 აგვისტო 2020 20:38
7
ვერ ვხედავ მათ ქმედებაში რაიმე უკანონოს. გაგენძრიათ ბიძია ტვინი განვითარებულიყავით და ორკაციანი შპს ვერ გაგიწევდათ კონკურენციას. დიდი ბოდიში თუ მონოპოლია დაგერღვათ. იმედია აწი მაინც შეეცდებით განვითარებას....
დავით
04 აგვისტო 2020 11:30
9
ისე უკვე დროა ცოტა ტვინი თქვენც გაანძრიოთ, მეტი განათლება მიიღოთ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია შპსეებისგან და სხვა ბიზნესკომპანიებისაგან როგორმე განასხვავოთ! ისე მაგ ლოგიკით რას გვთავაზობთ, საქართველოში რამდენი მაგარ მაყუთიანი უცხო კომპანია შემოვა, იმდენი დაბალბიუჯეტიანი ქართული კომპანიები უნდა ჩაიძირონ და გაჩერდნენ, ხოლო ქართველები უცხოეთში გადაიხვეწონ და აქ ყველაფერი რუსებს, თურქებს და ჩინელებს დავუტოვოთ?!
დავითი
10 აგვისტო 2020 15:27
0
ეს არის კომერციული საქმიანობა და თუ კანონს არღვევენ გამოიძიეთ და დასაჯეთ !
თუ არა და რა გშურთ თქვენც დაიჭირეთ თევზი
ოტელო
03 აგვისტო 2020 17:02
27
თურქებზე რატო ხართ გასუსულები! აჭარაში რა ხდება
Erdo
03 აგვისტო 2020 17:19
8
ოჯახაშენებულო 2008 შიც კომერციული ინტერესებისათვის შემოვიდა არა?ჩახოცა ნარჩევი ქართველები და კანონიერად წაიღო ტერიტორიები?რუსების დედაც 100 წელი
ვი–რუსი
03 აგვისტო 2020 17:07
15
ვოუ ვოუ,ურაპატრიოტიზმი შემოიტანეს?! მომეცით,ორს ავიღებ!
საბა
04 აგვისტო 2020 04:59
7
ხალხო მე ვერ ვარ კარგად თუ, რა წყალქვეშა ცურვის ფედერაციაზეა საუბარი?დდდ
hhh
03 აგვისტო 2020 23:28
5
გეუვნები რააა! )))). მოკლედ გაჭიმული დაბოყინების ფედერაციაც იქნება და წესდებაც.
წყალში ყვინთვა თუ მინდა რათ მინდა ფედერაცია. პარტიებზე აღარ ვსაუბრობ სახელს ვერ დაარქმევ.
ან ვინ ჩაყვინთავს და ამოყვინთავს ფედერაციის ხალხი რა შუაშია?
ეგრე ჭიდაობის ფედერაციაც არის და 2 რუსი რო ფოთის ბაზარში მივიდეს და ცხვარზე და 20იანზე იჭიდაონ და სურათები გადაიღნ ფედერაციამ უნდა არჩიოს?

წყალზედა ტივტივის ფედრაციას ვაფუძნებ.
ზ.კალორია
07 აგვისტო 2020 16:27
0

სიახლეები პოპულარული