14:36 05-11-2017
ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა [VIDEO]
AutoSharing Option
დუშეთის კულტურის სახლში ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც ოლიმპიურმა ჩემპიონმა ატაცში 220 კილოგრამის აწევა შეძლო. ტალახაძემ თავისივე მსოფლიო რეკორდი (217 კილოგრამი) გააუმჯობესა, რითაც ყველა დროის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
წელს ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი კალიფორნიაში, ქალაქ ანაჰაიმში გაიმართება და ტურნირი 28 ნოემბერს დაიწყება. მძიმეწონოსნები 5 დეკემბერს იასპარეზებენ. ლაშა ტალახაძე მსოფლიო ჩემპიონატს მთავარი ფავორიტის სტატუსით ხვდება.
მომზადებულია 1tv.ge-ს მიხედვით
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული
თავის დროზე რუსმა ძალოსანმა ვასილი ალექსეევმა თუ არ ვცდები 56 მსოფლიო რეკორდი დაამყარა მძიმე წონაში,მაგრამ ყოველთვის ნახევარი კილოთი აუმჯობესებდა და როგორც გამიგია,ყოველ რეკორდზე 200დოლარს აძლევდნენ ჯილდოდ.არ ვიცი სიმართლეა ეს თუ არა,არც ის ვიცი,ახლა არის თუ არა პრემია რეკორდზე,მაგრამ იმ ძველი ანეგდოტის სიტყვებით რომ ვთქვათ:დატეხე ძუკუ.ეს რა თქმა უნდა ხუმრობით,მაგრამ ყოველი ლაშას რეკორდი ჩვენი დიდი სიხარულია და თუ ლაშა რეკორდს ცოტ ცოტაობით გაზრდის,ცვენ სიხარული გაგვიმრავლდება,ხოლო თუ ამაზე პრემიაცაა,მაშინ ხომ ლაშაც იხეირებს.საერთოდ კი .ჩემთვის,ლაშა ტალახაძე ბოლო სამი წლის განმავლობაში საუკეთესო სპორტსმენია და ვფიქრობ კიდევ დიდ ხანს იქნება ასე.