ლაშა ტალახაძე: ჩემთვის მეტოქესთან კი არა, რკინასთან გაჯიბრებაა მთავარი

AutoSharing Option
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს ჩემპიონატში ორი რეკორდი დაამყარა: 220 კილო აიტაცა და ორჭიდში 474 კილოს მოუყარა თავი.

- ლაშა ტალახაძემ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა [VIDEO]

ლაშამ გაზეთ "ლელოსთან" მის გეგმებსა და რეკორდებზე ისაუბრა.

- 2017 წლის ევროპის ჩემპიონატი მინდა გავიხსენო: ატაცში იქ დამყარებული მსოფლიოს რეკორდი წინასწარ გქონდათ დაგეგმილი?

- არც ევროპასა და არც დუშეთში მსოფლიოს რეკორდებზე მისვლა თვითმიზანი არ ყოფილა. გიორგი ასანიძე შესანიშნავი მწვრთნელია. მან იცის, შეგირდი კონკრეტული შემთხვევისთვის როგორ არის მზად, რა სიმძიმის დაძლევა შეუძლია. სწორედ აქედან გამომდინარე
განსაზღვრავს, როდის რა წონა შეუკვეთოს და სპორტსმენებს საამისოდ ფსიქოლოგიურადაც განაწყობს.

ევროპის ჩემპიონატზე მეორე მისვლისას 210 კილო რომ ავიტაცე, ვიგრძენი, რომ ბევრად მეტი შემეძლო. ამიტომ შევუკვეთეთ 217 კილო. ბედნიერი ვარ, რომ მწვრთნელებს იმედები არ გავუცრუე.

რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატს, ამ შეჯიბრებისთვისაც კარგად მოვემზადე, მაგრამ რეკორდებზე არც ამჯერად გვიფიქრია. მეორე ცდაზე, ატაცში 212 კილოგრამის დაძლევისას, მე და მწვრთნელმა ტექნიკური წუნი შევნიშნეთ. საკუთარ თავზე გავბრაზდი. ვიცოდით, რომ 220 კილო მსოფლიოს რეკორდად არ ჩაგვეთვლებოდა, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების შესამოწმებლად მაინც ვცადეთ და იოლადაც გამომივიდა.

აკვრაშიც მქონდა ხარვეზები, მეტიც - მეორე ცდა 154 კილოზე გამიცუდდა. მესამეზე კი ეს წონა ადვილად დავიმორჩილე, რითაც ორჭიდშიც ახალი სარეკორდო წონა გამოგვივიდა. ეს მაჩვენებლები ჩემთვის ზღვარი არ არის, ამერიკაში ვეცდები უკეთესი შედეგების მიღწევას - საქართველოს რეკორდების მოხსნას. თუმცა მსოფლიომდე რაღაც ხარვეზების გამოსწორება აუცილებლად მოგვიწევს, საამისოდ დროც საკმაო გვაქვს.

მე, მაგალითად, ასეთ რამეებს არც ვუყურებ და, რომც შევიტყო, ყურადღებას არ ვაქცევ, რადგან ჩემთვის მეტოქესთან კი არა, რკინასთან გაჯიბრებაა მთავარი. ზოგს შტანგა უსულო არსება ჰგონია, ჩემთვის კი ის სულიერია, უნდა მოარჯულო, დამჯერი გახადო. ძალოსანსა და რკინას შორის ჰარმონია უნდა დამყარდეს, უნდა მოგენდოს, რომ მოძრაობისას სასურველ წონაზე წამოგყვეს, თორემ თუ გაგიჯიუტდა, არაფერი გამოვა. ამიტომაც ჩემი ჩვევები მაქვს - უწესრიგობას ვერ ვიტან. ყოველი წვრთნის შემდეგ შტანგას თუ სხვა სავარჯიშო იარაღს ვწმენდ და ისე ვალაგებ...

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 4 /
გვიყვარხარ და გვეამაყები ჩემპიონო!
0
საამაყო ქართველი.
1 - ლი ნომერი გვინდა იყო მსოფლიო ძალოსნობის ისტორიაში!
glaxuna
02:03 14-11-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული