გამოკითხვა 1982 წლიდან ტარდება და ლაშა პირველი ქართველია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. ტალახაძე შარშან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი გახდა.
ოლიმპიურ (2016), მსოფლიო (2015, 2017) და ევროპის ჩემპიონს (2016, 2017) და არაერთგზის მსოფლიო რეკორდსმენს ხმა 9 804-მა გულშემატკივარმა მისცა. მეორე პოზიციაზე 8 491 ხმით ეგვიპტელი იჰაბ მაჰმუდი გავიდა, ხოლო მესამეზე - ირანელი სოჰრაბ მორადი (3 142).
Sportallo.ge ტალახაძეს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვით მიმართა.
- თქვენ
- რა თქმა უნდა, დიდი წარმატებაა, როდესაც მსოფლიოში საუკეთესოდ გასახელებენ უკვე იმ აღიარებასთან და წარმატებასთან ერთად, რაც მანამდე მაქვს მიღებული. ეს ჩემთვის დამატებითი სტიმულია და საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას არ მივცემ.
- თქვენ ასევე 2017 წლის საუკეთესო ქართველი სპორტსმენის ტიტულიც მოიპოვეთ... 2017 წელი თქვენს კარიერაში შესანიშნავი გამოდგა. რას იტყოდით ამის შესახებ?
- 2017-იც ერთ-ერთი წარმატებული სეზონია ჩემს კარიერაში. შევინარჩუნე ტიტულები, გავაუმჯობესე რეკორდები. რაც შესაძლებელი იყო, უკვე ყველა ტიტული მაქვს და ღმერთის წყალობით, 2018 და შემდეგი წლებიც ასეთივე წარმატებული იქნება.
- თქვენ უკვე დიდ წარმატებებს მიაღწიეთ, მაგრამ რა არის ლაშა ტალახაძის მთავარი მიზანი, რისკენაც იგი მიილტვის?
- მთავარი მიზანი ჯანმრთელობის შენარჩუნება და სადღაც, კიდევ 10 წელიწადი ღირსეულად გამოსვლაა. მინდა, მაქსიმუმი მივცე ქართულ სპორტს და შევინარჩუნო ყველა ის ტიტული, რაც უკვე მაქვს მოგებული.
- თქვენ უკვე წარმატებული სპორტსმენი ხართ და შეგიძლიათ რჩევა სხვასაც მისცეთ. რას ურჩევდით დამწყებ სპორტსმენებს? როგორ გამოიმუშავონ წარმატების ფორმულა?
- პირველ რიგში, საჭიროა თავდაუზოგავი შრომა. თავისთავად, მონდომებაც. ყველაფერში, სპორტში თუ სხვა სფეროში, უნდა იყო მონდომებული და მოტივირებული. შრომით ყოველთვის გექნება შედეგი.