ვიღაც და რაღაც გაბუნია არ უნდა ქილიკობდეს - ლაშა ტალახაძის პოსტი სოციალურ ქსელში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველი ძალოსანი და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე გუშინ "რუსთავი 2"-ის ეთერში გადაცემა "არჩევანის" წამყვანის, გიორგი გაბუნიას ნათქვამ ფრაზას გამოეხმაურა.

"ძაან თავს ვიკავებ მსგავსი კომენტარებისგან, მაგრამ ეს უკვე ზედმეტია. როცა ქრისტიანობას, სარწმუნოებას, რომელიც გვწამს, გვჯერა და გვაიმედებს, ესე ვიღაც და რაღაც გაბუნია არ უნდა ქილიკობდეს", - წერს სოციალურ ქსელში ლაშა ტალახაძე.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ გადაცემა "არჩევანში" წინასიტყვაობისას გიორგი გაბუნიამ მხატვარ ლია უკლებას მიერ შესრულებული ნახატი "თვითმკვლელი მარიამი" შეაფასა.

გაბუნიამ თქვა, რომ ეს სათამაშო პისტოლეტია, მარიამი თავს ვერ მოიკლავს და იესოსაც გააჩენს.
მკითხველის კომენტარები / 29 /
ისე გააბითურეს ე.წ. "მორწმუნეებმა" სიტყვები "მართმადიდებლობის მიმდევრები", მისი გაგონებაც ალერგიას იწვევს უკვე. ვინმეს სადმე, რომელიმე ერში ან ინდივიდებში, გაგიგიათ, რომ ყველა ბრუნვაშე ებრუნებინათ "მე მართმადიდებელი ვარ", მე იუდეველი ვარ, მე კათოლიკე ვარ, მე მუსლიმი ვარ და ამით ტრაბახობდნენ? არა!!! და თუ გაგიგონიათ, ისინი ყველა ფუნდამეტალისტი მორწმუნენი არიან (მაგ. ისლამისტი ფუნდამეტალისტები), რომლებიც ხორცმეტებად ექცა ცივილიზებულ სამყაროს. თუ ე.წ. "მართმადიდებლებმა" ასე გააგრძელეს, იმ დაწყეულ ისლამისტენსაც გაასწრებენ ფუნდამეტალიზმში. სამწუხაროდ ამის ნიშნები უკვე გამოიკვეთა ამ მაისის დღეებში. თუმცა მინდა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანები დავამშვიდო და უთხრა, რელიგიურ ფუნდამეტალიზმს, საქართველოში არანაირი მომავალი არა აქვს.
აკო
11:19 30-05-2018
5
დიდი განათლება არცაა საჭირო მიხვდე რა ავაზაკი და პროვოკატორია ჯულიეტოვნა..და ლაშას განათლებაზე მითითება კი სულ ცოტა არა კორექტულია.
პაატა
14:09 26-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული