არჩილ მალაყმაძემ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ორჭიდში მეორე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
მილანში მიმდინარე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა არჩილ მალაყმაძემ (69) მცირე ოქრო და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მალაყმაძე საუკეთესო იყო ატაცში (137 კგ) და ოქროს მედალი მოიპოვა. აკვრაში მისმა მაქსიმალურმა შედეგმა 155 კილოგრამი შეადგინა, რაც ვერცხლის მედლისთვის აღმოჩნდა საკმარისი. ასევე ვერცხლს დაეუფლა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 292 კილოგრამით.

აღსანიშნავია, რომ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს 56, 62, 69, 77, 85 და +85 კილოგრამ წონით კატეგორიებში ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო დატვირთვა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული