ბუქარესტში მიმდინარე (U20) ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საბა ასანიძემ და ნიკოლოზ ესართიამ (81 კგ) წარმატებით იასპარეზეს.
საბა ასანიძემ ატაცში სამივე ცდა 141 / 144 / 147 კგ. წარმატებით გამოიყენა, ოქროს მედალი მოიპოვა და ატაცში ჩემპიონობა იზეიმა.
ძალოსანმა აკვრაში 175 / 180 კგ. დაძლია და კვლავ ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ასევე უმაღლესი სინჯის მედალი მოიპოვა ორჭიდში მოგროვილი 327 კილოგრამითაც.
ნიკა ესართიამ კი 138 / 142 კილოგრამის წარმატებით დაძლევის შედეგად ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო და ვიცე-ჩემპიონის ტიტული გაიფორმა.
ძალოსანმა აკვრაში 168 კგ. დაძლია,
მე-6 ადგილზე გავიდა, ორჭიდში მოგროვილი 310 კილოგრამით კი მე-4 საფეხურზეა.
დღეს ტურნირზე 73 კგ. წონით კატეგორიაში კახი ასანიძემ ვერცხლის, ხოლო არჩილ მალაყმაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.