კიდევ 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მილანიდან - ქართველი ძალოსნების მორიგი წარმატება

AutoSharing Option
მილანში მიმდინარე 17-წლამდელთა ევროპირველობაზე ლომია თებიძემ და ედუარდ კაკაბაძემ საქართველოს ნაკრების ყულაბას კიდევ 5 მედალი შემატეს!

ტურნირზე, სადაც ბუენოს აირესის ოლიმპიური ლიცენზიები თამაშდება 77 კგ. წონით კატეგორიაში დღეს ორი ქართველი ძალოსანი ასპარეზობდა

ლომია თებიძემ ატაცში სამივე ცდა (129, 134, 137) წარმატებით დასძლია და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა აკვრაში, სადაც 161, 167 კგ დაიმორჩილა, ხოლო ორჭიდის ჯამში მისი მონაგარი 304 კგ. იყო, რამაც ვიცე-ჩემპიონობა მოუტანა.

ატაცში კაკაბაძემ სამივე ცდა (128, 132, 133) წარმატებით დასძლია და მე-4 პოზიცია დაიკავა.
აკვრაში კაკაბაძემ 152, 155 გაართვა თავი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ორჭიდის ჯამში დაგროვებული ქულებით (288) კი კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე დადგა.

altკიდევ 2 მედალი მილანიდან! - საბა ასანიძემ ევროპირველობაზე ბრინჯაოს 2 მედალი მოიპოვა

altარჩილ მალაყმაძემ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ორჭიდში მეორე ადგილი დაიკავა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ოქრო სად არი
Irakli Apkhaidze
10:38 27-07-2018
0

სიახლეები პოპულარული