მილანში მიმდინარე 15-წლამდელთა ევროპირველობაზე 77 კგ. წონით კატეგორიაში ერთდროულად ორი ქართველი ძალოსანი გამოვიდა.
საბა ასანიძემ 99,103 კგ. აიტაცა და მე-6 საფეხური დაიკავა, აკვრაში კი 129, 134, 139 დასძლია და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ორჭიდის ჯამში თავი 242 კილოგრამს მოუყარა და აქაც ბრინჯაოს მედალი ერგო!
გურამ ვეკუამ ატაცში 90,94,97 კილოგრამი დაიმორჩილა, აკვრაში მისი შედეგი 111,115 კგ. იყო, ხოლო ორჭიდის ჯამში 212 კგ.
არჩილ მალაყმაძემ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ორჭიდში მეორე ადგილი დაიკავა
ქართველმა ძალოსნებმა ახალგაზრდულ მსოფლიოს პირველობაზე 3 ოქროს მედალი მოიპოვეს