ირაკლი ჩხეიძემ ევროპირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
პოლონეთის ქალაქ ზამოსცში 23-წლამდელ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ირაკლი ჩხეიძემ (105 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ატაცში ჩხეიძემ 170 კგ დასძლია და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა, აკვრაში კი 216 კგ დასძლია, მთლიანობაში 386 კგ მოაგროვა და ჩემპიონი გახდა.

1.ირაკლი ჩხეიძე (საქართველო) – 386 (170+216)
2.დავიდ ფიშერი (ავსტრია) – 367 (162+205)
3.არსენ მარტიროსიანი (სომხეთი) – 366 (165+201)

ტურნირზე აგრეთვე ჩემპიონები გოგა ჩხეიძე (69 კგ) და რევაზ დავითაძე (85 კგ) გახდნენ, ხოლო ანტონ პლესნოიმ (94 კგ) ვერცხლი მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული