ახალი წონები
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) კონგრესმა ახალი წონითი კატეგორიები დაამტკიცა, რომლებიც სწორედ 1-ლი ნოემბრიდან შევიდა ძალაში. როგორც ვაჟები, ისე ქალები მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებსა თუ პირველობებზე, ასევე, საერთაშორისო ტურნირებში 10-10 წონით კატეგორიაში მოსინჯავენ ძალებს, ხოლო ოლიმპიურ თამაშებზე ორივე სქესისთვის მედლების კომპლექტი 7-7 წონაში გათამაშდება.
ახალი წონები
ვაჟებისთვის: საერთაშორისოზე - 55, 61, 67, 73, 81, 89, 96, 102, 109 და
ქალებისთვის: საერთაშორისოზე - 45, 49, 55, 59, 64, 71, 76, 81, 87, +87 კგ; ოლიმპიურ თამაშებში - 49, 55, 59, 64, 76, 87, +87 კგ;
ახალგაზრდები: ვაჟებისთვის - 49, 55, 61, 67, 73, 81, 89, 96, 102, +102; გოგონებისთვის - 40, 45, 49, 55, 59, 64, 71, 76, 81, +81 კგ.
კონგრესზე მიღებული დადგენილებით, ოლიმპიურ თამაშებზე ერთ წონით კატეგორიაში ორი სპორტსმენის გამოყვანა აიკრძალა. თანაც როგორც ქალთა, ისე ვაჟთა თითოეულ წონაში 14-14 სპორტსმენი იასპარეზებს. შეიცვალა ოლიმპიადის საგზურების მოპოვების წესიც: უწინ მსოფლიოს ჩემპიონატებზე ნაკრები აგროვებდა სალიცენზიო ქულებს და ამის მიხედვით განისაზღვრებოდა, ქვეყანა რამდენი სპორტსმენით წარდგებოდა ოლიმპიადაზე. ამიერიდან ყველა წონაში სპორტსმენი თავად იბრძოლებს ინდივიდუალური ლიცენზიის მოსაპოვებლად რეიტინგის მიხედვით, როგორც ეს სპორტის ზოგიერთ სახეობაშია.
ახალი რეკორდები
საინტერესოა ისიც, რომ პირველი ნოემბრიდან რეკორდების ახალი ათვლა დაიწყო. აქამდე დამყარებულები კი ისტორიის კუთვნილება გახდა, მათ შორის - გიორგი ასანიძისა და ლაშა ტალახაძის მსოფლიო თუ ოლიმპიური შედეგები.
ქომაგებს, ალბათ, დააინტერესებთ, როგორ მოხდება ახალი რეკორდების აღნუსხვა: ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ თითოეული წონისთვის დააწესა მსოფლიოს სტანდარტები, რომლებიც სავარაუდო რეკორდებადაა მიჩნეული. ვინც ამ წონებს გადაამეტებს, რეკორდსმენის სახელსაც ის დაიმსახურებს. გაგაცნობთ ამ სტანდარტებს ვაჟებისთვის წონითი კატეგორიების მიხედვით: 55 კგ. ორჭიდი - 293 კგ (ატაცი - 135 კგ /აკვრა - 161 კგ); 61 კგ. 312 (144/173); 67 კგ. 331 (153/184); 73 კგ. 348 (160/194); 81 კგ. 368 (170/206); 89 კგ. 387 (179/216); 96 კგ. 401 (185/225); 102 კგ. 412 (191/231); 109 კგ. 424 (196/237); +109 კგ. 453 (210/250) კგ.
შესანიშნავი შვიდეული
აშხაბადის მსოფლიოს ჩემპიონატში საქართველოდან შვიდი ძალოსანი იასპარეზებს. ჩვენებურთაგან 3 ნოემბერს გავა თურქმენულ ფიცარნაგზე 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძე, რომელმაც ამას წინათ პოლონეთში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს და ერთი ვერცხლის (ატაცში) მედალი დაიმსახურა. იგი B ჯგუფში (დანარჩენები A ჯგუფში არიან) დილით მოსინჯავს ძალებს. ამავე წონის A-ჯგუფელები მედლებისთვის 4 ნოემბერს, იბრძოლებენ.
3 ნოემბერს, საღამოს, მეტოქეებს ევროპის წლევანდელი ჩემპიონი შოთა მიშველიძე (61) დაუპირისპირდება.
6 ნოემბერს 89 კილოში კონკურენტებთან გაარკვევს ურთიერთობას რევაზ დავითაძე, რომელმაც წლეულს შედეგებით ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ჯერ უფროსებში გახდა ევროპის ჩემპიონი (ორჭიდსა და ატაცში - ოქრო, აკვრაში - ვერცხლი), მერე 20-წლამდელთა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატები მოიგო. სულ კი 6 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი დაიმსახურა.
წარმოშობით უკრაინელმა ათლეტმა ანტონ პლესნოიმ 2017 წელს მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და შარშანვე 94 კილოში ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი გახდა. 22 წლის სპორტსმენმა წლეულს ტიტული შეინარჩუნა. საქართველოს სახელით საერთაშორისო სარბიელზე პირველად ამას წინათ პოლონეთში 23-წლამდელთა ევროპაზე გამოვიდა და დებიუტი ოქრო (ატაცი)-ვერცხლით (ორჭიდი) აღნიშნა. აშხაბადში იგი 96 კილოში იასპარეზებს.
8 ნოემბერს 102 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოგა ჩხეიძის ძმა - ირაკლი ჩხეიძე მოსინჯავს ძალებს. საგულისხმოა, რომ ზუგდიდელი ათლეტი წლეულს 20-წლამდელთა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებში კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სამ-სამჯერ ავიდა. უფროსებთან გამკლავებას როგორ შეძლებს, ამას თურქმენული ფიცარნაგი გვიჩვენებს.
ასპარეზობის ბოლო დღეს - 10 ნოემბერს მძიმე წონაში (+109) მედლებისთვის ორი ქართველი გოლიათი იბრძოლებს - პლანეტის უძლიერესი ათლეტი ლაშა ტალახაძე და რიოს თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე.
იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ძალოსანთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი ოლიმპიური ჩემპიონი გიორგი ასანიძე) მსოფლიოს ჩემპიონატზე გუშინ უმთავრესად ახალგაზრდული შემადგენლობით გაემგზავრა, აშხაბადიდან მაინც უხვ ნადავლს ველით!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იუთუბზე დევს რა ხანია!!!!!
თქვენ გძინავთ თუ რას აკეთებთ ?!?!?!
...თუ ფეხბურთი რომ არა არის ისე რა ???
ირაკლის დასახელებულ საიტზე ვცადე შესვლა და ვერ შევდივარ,შეცდომას მიჩვენებს.
რაც შეეხება გვარამიას,მას საქართველოსთან არავითარი კავშირი არა აქვს და არც მის სპორტთან,მისთვის მთავარია მამამთავარი და ცხვირმოუხოცავი სისხლიანი სააკაშვილი და მისი უდღეური სიტყვები ფეხებსაც ვერ მოჭამს ვერც ლაშა და ვერც საქართველოს.