სხვა

ძალოსნობა

ოლიმპიურმა კომიტეტმა 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარა

AutoSharing Option
21 დეკემბერს ჩატარებულ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიაზე წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დაასახელეს.

ნომინანტთა შორის აგრეთვე  ნიკოლოზ ბასილაშვილი (ჩოგბურთი), გურამ თუშიშვილი (ძიუდო) და გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) იყვნენ და გამარჯვებული ფარული კენჭისყრით გამოავლინეს.

ტალახაძე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს შვიდგზის რეკორდსმენია.

ის შარშანაც წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად დასახელდა.

ასევე დაგაინტერესებთ