ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ბათუმში ევროპის ძალოსნობის ფედერაციის (EWF) კონგრესს უმასპინძლეს. კონგრესის დღის წესრიგი 14 საკითხისგან შედგებოდა. მათ შორის მეორე საკითხად წარმოდგენილი იყო ბათუმის ევროპის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებთან გაცნობა.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა დელეგატებს ბათუმი-2019-ის მიერ გაწეული სამუშაოები გააცნო. ამასთან, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციისადმი გამოხატული ნდობისთვის ევროპის ხელმძღვანელ ფედერაციას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე ევროპის ჩემპიონატს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება.
ბათუმში გაწეული სამუშაოები უმაღლეს დონეზე შეაფასა EWF-ის პრეზიდენტმა ანტონიო ურსომ. ევროპის ფედერაციის ხელმძღვანელის თქმით, შთაბეჭდილებები
საუკეთესოა. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ უდიდესი სამუშაო გასწია ევროპის ჩემპიონატის სამასპინძლოდ.
„დარწმუნებული ვარ, წინ საინტერესო დღეები გველის. მადლობა საქართველოს“, - განაცხადა ანტონიო ურსომ.
კონგრესის დელეგატები ასევე გაეცვნენ წლეულს ჩასატარებელ ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატებისთვის მასპინძელი ქალაქების სამზადისს. ვრცლად იყო წარმოდგენილი 2020 წლის მოსკოვის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების გეგმა.

კონგრესის დასასრულ, EWF-ის პრეზიდენტმა ანტონიო ურსომ ძალოსნობის ინვენტარის უმსხვილეს მომწოდებელს, შვედური ELEIKO-ს ჯგუფის წარმომადგენელს ძალოსნობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დიპლომი გადასცა. თავის მხრივ, „ელეიკოსგან“ სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს ანტონიო ურსომ და კახი კახიაშვილმაც.
კონგრესის დელეგატებმა ძალოსნობის ევროპის ფედერაციის დაარსებიდან 50 წლის იუბილე სასტუმრო „ჰილტონის“ „რუსთაველის“ დარბაზში ჯგუფური ფოტოს გადაღებით აღნიშნეს.
კონგრესის დელეგატებმა ძალოსნობის ევროპის ფედერაციის დაარსებიდან 50 წლის იუბილე სასტუმრო „ჰილტონის“ „რუსთაველის“ დარბაზში ჯგუფური ფოტოს გადაღებით აღნიშნეს.
მომზადებულია საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით