ლაშა ტალახაძემ რეკორდი დაამყარა და ატაცში მსოფლიო ჩემპიონი გახდა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 სექტემბერს ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა.

ოლიმპიადის, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა და მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენმა ატაცში სამივე ცდა გამოიყენა.

ქართველმა ძალოსანმა ჯერ 208, შემდეგ კი 215 კილოგრამი ასწია, რითაც ოქროს მედალი მოიპოვა. თუმცა ტალახაძე ამაზე არ შეჩერებულა, 220 კილოგრამი ასწია და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილზე გასულმა სომეხმა გორ მინასიანმა 212 კილოგრამი ასწია. მესამე ადგილზე 200 კილოგრამით ალჟირელი ძალოსანი გავიდა.

შეჯიბრი აკვრაში რამდენიმე წუთში დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოჰ, გაუჭირდებოდა
ვაჟა
14:05 27-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული