სხვა

ძალოსნობა

ბიჭებო, გეხვეწებით, ეს სიგარეტის ბლოკები გამომართვით - ქართველი ექიმი "ფეისბუქში" ლაშა ტალახაძეზე სახალისო ისტორიას აქვეყნებს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/gio.chincharauli.3/

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმი გიორგი ჭინჭარაული სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სარფის საბაჟოზე გადამხდარ სახალისო ისტორიას აქვეყნებს.

Sportall.ge უცვლელად გთავაზობთ განთავსებული პოსტის ტექსტს.

"სარფზე საზღვარს მოვადექით გუშინ... ტურნირზე ვიყავით თურქეთში... მე, ტალახაძე და შოთიკო მიშველიძე ვართ ჩემი ავტომობილით... ეს ორი ფეხით უნდა გადმოვიდნენ საზღვარზე... მე მანქანით...

შედიან საბაჟოზე და მოსდევთ ვიღაც ქალი (სიგარეტით მოვაჭრე)... ბიჭებო, გეხვეწებით, ეს სიგარეტის ბლოკები გამომართვით, გადამატანინეთ საქართველოს საზღვარზე და მერე დამიბრუნეთ, თორემ განბაჟება მომიწევსო...

ლაშამ უთხრა: ქალბატონო, არ ვეწევით ჩვენ, სპორტსმენები ვართო. სირცხვილია, სიგარეტით ხელში
როგორ გავიაროთ საბაჟოზეო.

ამან არც აცია, არც აცხელა და

- მიდი, მიდი ნუ წუწუნებთ, ძალიან არ გიცნონ ახლა ქართველმა მებაჟეებმა, რაის სპორტსმენები თქვენ ხართო.

რა გინდა, რომ ქნა".

Sportall.Ge

ასევე დაგაინტერესებთ