მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე რევაზ დავითაძე (89 კგ) სამ მედალს დაეუფლა.
დავითაძემ 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლების მოპოვება შეძლო.
მან ატაცში 166/171 კილოგრამი დასძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა; აკვრაში 198/203 კილოგრამს გაართვა თავი და ოქროს მედალო მოიპოვა, ხოლო ორჭიდში 374 კილოგრამით მეორე ადგილს დასჯერდა. ის მხოლოდ ერთი კგ-ით ჩამორჩა სომეხ კარენ ავაგიანს.
ბოლოს რევაზს აკვრაში 205 კგ რომ დაეძლია, ორჭიდის ჯამშიც ჩემპიონი გახდებოდა.
ევროპირველობაზე შოთა მიშველიძემ ორი ვერცხლის, გოგა ჩხეიძემ კი მცირე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.