9 აპრილს, მოსკოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების 24 წლის უკრაინელმა წევრმა ანტონ პლესნოიმ (96 კგ) სამი ოქროს მედალი მოიპოვა!
პლესნოიმ ატაცში სამივე ცდა 171/175/180 წარმატებით გამოიყენა და ოქროს მედალს დაეუფლა, ასევე საუკეთესო იყო აკვრაშიც 207/213 და აქაც ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
პლესნოის ორჭიდში 393 დაგროვებულმა კილოგრამმა კი მესამე ოქრომდე და საქართველოს ჰიმნამდე მიიყვანა. მან მეორე ადგილზე გასულ მეტოქეს 19 კგ-ით აჯობა.
"საქართველოს ეკუთვნის ეს ოქრო, თავისუფლებას გაუმარჯოს და ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის ყველამ ერთად, ჯობია", - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ.
მიმდინარე ტურნირზე რევაზ დავითაძე 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალს დაეუფლა, შოთა მიშველიძემ ორი ვერცხლის, გოგა ჩხეიძემ კი მცირე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ვულოცავ და მომავალშიც დიდი წარმატებებს ვუსურვებ
გაუმარჯოს უკრაინას, გაუმარჯოს საქართველოს!
Хай живе Україна, хай живе Грузія!