ტალახაძის ტრიუმფი მოსკოვში - 3 ოქრო, მსოფლიოს რეკორდი და საქართველოს ჰიმნით დახურული ევროპის ჩემპიონატი! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) მოსკოვში ევროპის ჩემპიონატზე ატაცში 211/ 217/ 222 დასძლია და ევროპულ ოქროსთან ერთად მსოფლიოსა და და ევროპის რეკორდები, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, 2 კილოგრამით გააუმჯობესა!

ტალახაძე საუკეთესო იყო აკვრაშიც და დაძლეული 245/ 253/263 კილოგრამით კვლავ ოქროს მედალი მოიპოვა.

რაც შეეხება ორჭიდს - ძალოსანმა დაგროვილი 485 კილოგრამით და მსოფლიოს კიდევ ერთი რეკორდით ევროპის ჩემპიონატს ლოგიკური წერტილი დაუსვა და მოსკოვის კონტინენტის პირველობა საქართველოს ჰიმნით დაიხურა!

მძიმე წონით კატეგორიაში ირაკლი თურმანიძეს კი ფიცარნაგზე თავი ტრავმამ შეახსენა და საპრიზო ადგილის
დაკავება ვერ შეძლო.

საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
სააღოლ ძმაო ლომი ხარ,ჩვენი სიამაყე ხარ.
Irakli
22:08 12-04-2021
0
მადლობა ლაშას და ძალოსანთა მტელ გუნდს, აგრეთვე მწვრთნელებს პირადად გია ასანიძეს, ფედერაციას კახი კახიაშვილს. ლაშა ნამდვილად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესი სპორტსმენია!!!! მადლობა სიამაყისთვის!!!!! გვეამაყებით ბიჭებო!!!!!!!!!
კონსტანტინე თავართქილაძე
10:19 12-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული