"ხომ შეიძლება სპორტსმენი ოლიმპიადაზე გამოსვლის წინ ნერვიულობდე..." - ჭინჭარაულის სახალისო ვიდეო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 აგვისტოს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ძალოსნობაში (109 კგ) ოქროს მედალი ქართველმა ლაშა ტალახაძემ მოიპოვა. როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველმა ფიცარნაგზე ყველა რეკორდი გააუმჯობესა.

ატაცში ტალახაძემ პირველ ცდაზე 208 კგ დაძლია, მეორეზე - 215, მესამე ცდის შემდეგ კი 223 კგ დააფიქსირა, რაც როგორც ოლიმპიური, ასევე მსოფლიო რეკორდია, რომელიც ლაშას ეკუთვნოდა (222).

რაც შეეხება აკვრას, ლაშამ 245 კგ დაიმორჩილა და ოლიმპიური ჩემპიონობა პირველივე ცდაზე მოიპოვა, მეორე ცდაზე 255 კგ დაძლია, მესამეზე კი - 265, რაც აკვრაში ასევე თავისივე დამყარებული მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებაა. ორჭიდის
შედეგი - 488 კგ-იც რეკორდულია!

გთავაზობთ სახალისო ვიდეოს, რომელსაც გიორგი ჭინჭარაული აქვეყნებს.

წყარო: საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე
მკითხველის კომენტარები / 12 /
დარწმუნებული ვარ გვარამიას ესე მშვიდად არ უძინია ცხოვრებაში
არჩილი
01:53 06-08-2021
9
ფეოლა გამახსენა ამ სიტუაციამ, ტალახაძე იგივე ხვედელიძე: მევიგეთ ფეოლა.
ასანიძე იგივე ფეოლა: გაგიჭირდებოდათ.
:)))
23:08 05-08-2021
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული