სხვა

ძალოსნობა

"ძალოსნობა ოლიმპიადის წინასწარი პროგრამიდან ამოღებულია" - apnews

AutoSharing Option
ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის პარალელურად, apnews-ი წერს, რომ ძალოსნობა 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინასწარი პროგრამიდან ამოიღეს, ისევე, როგორც კრივი და თანამედროვე ხუთჭიდი. მდგომარეობის გამოსასწორებლად, სამივე სახეობას 18-თვიანი ვადა მიეცა.

ძალოსნობასთან მიმართებით მთავარ სირთულეს დოპინგ-სკანდალები ქმნის და მათ მიმართ მთავარი მოთხოვნა ანტიდოპინგური პროგრამის შემუშავება და წარმოდგენაა.

შეგახსენებთ, ქართველი სპორტსმენი ლაშა ტალახაძე ოლიმპიური თამაშების 2-გზის გამარჯვებულია და შესაძლებელია, ის 2028 წელსაც აქტიურ სპორტულ ფორმაში იყოს. გარდა ამისა, ძალოსნობა და კრივი ჩვენთვის წარმატებული სახეობებია და იმედია, ხსენებული გადაწყვეტილება შეიცვლება.


altვითვალოთ მედლები -

ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 3 ვერცხლის მოგებით დაიწყეს [VIDEO]

altდღეს ქართველი ძალოსნები იწყებენ - ტალახაძე მორიგ რეკორდებს უმიზნებს



ასევე დაგაინტერესებთ