"ვარჯიში, ტკივილი, წამალი, ისევ ვარჯიში... მადლობა რომ იმედს არასდროს გვიცრუებ" - ჭინჭარაულის ემოციური წერილი ტალახაძეს

AutoSharing Option
კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ჩემპიონი მეექვსედ გახდა.

ძალოსანთა ნაკრების ექიმმა, გიორგი ჭინჭარაულმა ლაშას მორიგ ტრიუმფს ემოციური წერილი მიუძღვნა:

"ძნელია... როცა ლაშა ხარ და შენგან ყველა მაქსიმუმს ელოდება.  როცა მაყურებლისთვის მთავარია აწიო, აისროლო წონა ცისკენ და ისინიც მოგაყრიან ოვაციებს, შემდეგ გრძელ რიგში ჩადგებიან, რათა ფოტო გადაიღონ შენთან. გამარჯვებულთან...

დიახ, მარცხი ცუდი რამეა და ყველაზე მეტად იმას სდევს უკან, ვინც წარმატებულია, მაგარია და არა უბრალოდ მაგარი, ყველაზე, ყველაზე მაგარი... ყველაზე ძლიერი!
დიახ შენ, როცა ლაშა ხარ, "გმართებს"!  დღეიდან 6 ჯერ
მეტად, იმიტომ რომ 6 გზის მსოფლიოს ჩემპიონი ხარ. დიახ, იზრდება შენი ტიტული და იზრდება მაყურებლის სურვილი... და იმედი?! ყველას რომ გვაქვს და არ გვტოვებს?! ესაა ის რითიც შენ გვაჯილდოვებ ლაშა! ეს არის იმ სურვილის გამაასმაგებელი, რაც მაყურებელს შენგან სურს.

....მთელი წელი ვარჯიში, ოჯახისგან მოწყვეტილი, როცა სამი პატარა გყავს, კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ ნახულობ, ტელეფონია თქვენი ურთიერთობის საზრდო. ნერვები, უძილობა, სტრესი... ტრავმები... ფორმაში დაბრუნება და... ისევ ტრავმა... (ოქტომბის ბოლოს, ხელახლა დაიზიანა ფეხზე კუნთი).

2 თვის მანძილზე ყოველდღიური ფიზიო პროცედურები, ულტრაბგერა, ელექტროსტიმულცია, გაწელვები, მასაჟები, წამლები...

როცა გვეგონა რომ ყველაფერი რიგზე იყო, დაიწყო გულის არითმიები, კლინიკიდან კლინიკაში სიარული, უამრავი კვლევა, ანალიზები, კვლავ უამრავი წამალი...
შემდეგ აუცილებელი "დიეტა", რომელიც მძიმე წონოსან სპორტსმენს დიდ პრობლემებს უქმნის, წონის კარგვა, წინა მსოფლიოზე 180 კგ-ს ვიწონიდით, ახლა 166 კგ-ს.
ამ ყველაფრის ფონზე მაინც ვარჯიში, ვარჯიში, ტკივილი, წამალი, ისევ ვარჯიში და ასე... მაგალითი შეუპოვრობისა, გულმოდგინებისა, გუნდის კაპიტნისა!

ბოგოტა... (კოლუმბია) აქ ან არ იციან როგორ უნდა გამოკვებონ სპორტსმენი, ან საორგანიზაციომ დიდი შეცდომა დაუშვა, როცა არ გაითვალისწინა თუ რა კვება ჭირდებოდა სპორტსმენს...

ფაქტიურად 2 კვირა მშრალ კვებაზე, არაფერი განსაკუთრებული, არაფერი სამყოფი... გარეთაც მხოლოდ სწრაფი კვება... ფაქტიურად ნაგავი...

ზღვის დონიდან 2500 მეტრი... უჰაერობა... განსაკუთრებით აკვრის მოძრაობაზე ორმაგად მძიმდება შტანგა... მაგალითისთვის, ამდენი გაფუჭებული წონა ჩემპიონატზე და ამდენი ქულის გარეშე დარჩენილი პროფესიონალი სპორტსმენი მე ჯერ არ მინახავს. აქ, მსგავსი შეჯიბრი არასდროს არ უნდა ჩატარდეს! აი ამ ყველაფრის შემდეგ, შესაძლოა ვინმემ გაგვაკრიტიკოს, შესაძლოა ბევრმა შეგვაქოს, ბევრი მოვა, ფოტოსაც გადაიღებს და მოგილოცავს კიდეც ლაშა! მაგრამ ბევრს არ ეცოდინება თუ ამ 1 კილოგრამით მოგებულ შეჯიბრს რა ფასი აქვს დღეს შენთვის და ჩვენი გუნდისთვის! გილოცავ!

დიდი მადლობა შენ! მადლობა, რომ ხარ და მადლობა, რომ იმედს არასოდეს გვიცრუებ!
მიყვარხარ! გილოცავ საქართველო!" - წერს გიორგი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.



მკითხველის კომენტარები / 14 /
ლაშა გაიხარე,კიდევ ერთხელ დაახარე საქართველო და ქართველი ხალხი.უმაგრესი ადამიანი ხარ,სულ წარმატებები ყველა სფეროში ყოველივე კარგს გისურვებ პირად ცხოვრებაში და დიდ სარბიელზე შენს დიდ ოჯახთან ერთად.ვინატრებდი შენსავით ამაყი,შენსავით ძლიერი,შენსავით ვაჟკაცი,შენსავით თავდადებული დამენახოს მთლიანად საქართველო.
cabuka
17 დეკემბერი 2022 12:15
1
ვამაყობ ქართველი ვაჟკაცით.
მაია
17 დეკემბერი 2022 12:52
0
ეს ზოგიერთებისთვის, ვინც ,,აღშფოთდა", თუ რატომ შეიქმნა პრობლემები. თითოეული გამარჯვების უკან სწორედ ეს ყველაფერი დგას. წარმატებები ლაშა! თავს გაუფრთხილდი.
რატი
17 დეკემბერი 2022 11:49
0
პირველ რიგში მადლობა მონიჭებული ბედნიერებისთვის ლაშას და მთელ სამწრთვნელო შტაბს. ჯამრთელობას გისურვებთ, იღბალს და წარმატებებს. საქართველო თქვენით ამაყობს. მიყვარხართ!
ირაკლი
17 დეკემბერი 2022 15:28
0
გენაცვალეთ ოქროს გულებში,ლაშასაც და გიორგისაც !!! პ.ს. რას იზამ,ეგრეა ,,მიდი მამა ხვიჩასთან დადექი,გადაგიღო" ,ეგ ყოველთვის იყო და იქნება მეორედ მოსვლამდე,სამაგიეროდ ისეთებიც არიან და თან უმრავლესობა,რომელთაც გიორგისავით სტკივათ,იღონდ ვერ და არ ჩანან,ისინი სჩანსნ,აი სურათით მოყელყელავეები
ადამიანი
17 დეკემბერი 2022 14:17
0
მადლობა ყველას! რასაც თქვენ თითოეული თქვენი შეუფასებელი და დაუღალავი შრომით საქართველოსთვის აკეთებთ
ზაკო
17 დეკემბერი 2022 21:14
0
მინდა სულითა და გულით მივულოცო. სწვრთნელთა საბჭომ უკეთ იცის რა და როგორ მოაგვაროს. სასაცილოა ჩვენი რჩევები.
ვაშა ჩემპიონს ვაშა!!!!!!!!!!!
გია
17 დეკემბერი 2022 19:15
0
ლაშა გილოცავ და ბევრჯერ მოგილოცავ წმინდა ბარბარე შეეწიოს შენ ოჯახს საამაყო კეთილო გოლიათო და დევგმირო მჯერა ბევრჯერ ასახელებ საქართველოს რომელიც ძაან ძაან გიყვარს.....ღმერთი შეგეწევა!!!!
ფასია
17 დეკემბერი 2022 20:04
0
ლაშა ახლად ტრავმამოშუშებულია და ზუსტად იმდენად გარისკა,რამდენიც გამარჯვებისათვის იყო აუცილებელი.ვიმედოვნებ შესაძლებელი იქნება ტრავმის სრულად მორჩენა და შემდგომი აღმასვლა,რეკორდებისაკენ.ამ სიხარულისათვის კი,დიდი მადლობა და ჩვენი სიყვარული,გოლიათო!
სოსო
17 დეკემბერი 2022 22:17
0
სიტყვებით არ მყოფნის ლაშა ტალახაძის სიდიადის გადმოსაცემად! დიდი მადლობა ერის სასთაყვანებელ გმირს და დიდ ქართველს!
თამაზი
18 დეკემბერი 2022 01:53
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული