ლევან ოჩიგავა ძალოსანთა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის ოქროსმედალოსანია

AutoSharing Option
საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა სეზონის პირველი მედალი მოიპოვა - დურესში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ლევან ოჩიგავამ ჩემპიონობა იზეიმა.

81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოჩიგავამ ატაცში 143 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი ერგო. უკეთ იასპარეზა აკვრაში, სადაც 179 კილოგრამი დაიმორჩილა და ოქროს მედალი მოიპოვა. საუკეთესო იყო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 322 კილოგრამითაც, რამაც მას ჩემპიონობა მოუტანა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსკაციანი გუნდით გაემგზავრა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღ ოჩიგავა! წამოვიდა მეგრელების პარადი.
მაცი ხვიტია
15:07 30-03-2023
0
ყოჩაღ,ბიჭი! რა სასიხარულოა,რა საამაყო?!!!
კოტე
14:25 30-03-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული