ლაშა ტალახაძე მეშვიდედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი

AutoSharing Option
საუდის არაბეთში გამართული ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ჰიმნით დაიხურა!

ლაშა ტალახაძემ თავის მე-7 მსოფლიო ჩემპიონატზე ტიტული კვლავ 3 ოქროს მედლით შეინარჩუნა და მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ უძლეველია!

ტალახაძემ ატაცში 208/2015/220 კგ. დაძლია და მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა!

ასევე საუკეთესო გამოდგა აკვრაში დაძლეული 245/253 კილოგრამითაც და კიდევ ერთ ოქროს მედალს დაეუფლა.
რა თქმა უნდა, ორჭიდში მოგროვილი 473 კილოგრამიც ოქროს მედლის მომტანი გახდა!

შედეგად ლაშა ტალახაძე ქართული სპორტის ისტორიაში ერთადერთია, ვინც მე-7 მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება იზეიმა!

მკითხველის კომენტარები / 21 /
220-250 ზე ჯამური 270 ეყოფა 2-3 წელი ოქროსთვის. ამიტომ არ უნდა გაჩერდეს და 10-10 ოქრო + 3-4 ოლიმპიურიც უნდა გვაჩუქოს…
როგორმე ეს სიმაღლე უნდა დაიჭიროს, გავა წლები და გული დაწყდება. :) 500 კგ. არაა თვითმიზანი… მაგაზე ფიქრი გამოფიტავს.
მინასიანი
18 სექტემბერი 2023 14:34
0
უძლიერესი, უსაყვარლესი, ერის სიამაყე, ქართული გენის საუკეთესო მატარებელი! დიდი მადლობა, ლაშა! გაიხარე, შვილო! რაც შენ საქართველოს სიხარულს ანიჭებ!
სულ წარმატებებს გისურვებს მთელი საქართველო, ყველა ქართველი!

აი ასანიძე და ჩემი კოლეგა კახაბრიშვილი რას აპირებენ, უფალმა დაგვიფაროს და, ეს ტრავმა სერიოზული რომ აღმოჩნდეს?! ხომ უნდა გადასახლდნენ საქართველოდან. რა უბედურებაა? ყველა ვხედავდით, როგორ გაწუხებდა რაღაც ბოლო 2 მისვლისას შტანგასთან, რა ასეთი აუცილებელი იყო ამ არაბების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემის გამოხატვა? უფალმა შეგვიწყალოს და დაგვიფაროს სერიოზული ტრავმისგან.
alexandre
18 სექტემბერი 2023 12:09
0
რა მაგარი ადამიანია, მართლა საოცარი! კეთილი დევი ))
ქორ-პარიკმახერი
18 სექტემბერი 2023 09:49
0
იმდენად სამაგალითო და სათაყვანებელი ხარ საქართველოსთვის, რომ ჩემი მოკრძალებული შეფასებით ტოტალიზატორს რეკლამა არ უნდა გაუწიო! მესმის ძნელია სპონსორის გარერე, მაგრამ მაინც. დავიჯერო სხვა არავინ იყო მსურველი?
სულ წარმატებები და გამარჯვებები!!!
@
18 სექტემბერი 2023 05:12
2
ნაღდი ერის სიამაყე. გილოცავ და მადლობა........
სიმართლე
18 სექტემბერი 2023 00:04
0
განსაკუთრებული მოვლენაა ქართულ და მსოფლიო სპორტში. ჯანმრთელობას და იღბალს გისურვებ, ლაშა, დანარჩენს თვითონ გააკეთებ!
გიორგი
17 სექტემბერი 2023 23:16
0
სასწაულია ტალახაძე, რა მაგარია რომ ქართველად დაიბადა. ძალიან მეამაყება ტალახაძე. განუმეორებელი ლეგენდაა. წარმოუდგენელია რასაც ტალახაძე აკეთებს. რომ ვხვდები კიდევ რამდენს გააკეთებს, გული სიხარულით მევსება. ვულოცავ გამარჯვებას და წარმატებას ვუსუტვებ.
G.LA
17 სექტემბერი 2023 23:07
2
ვულოცავ ლაშას მორიგ მსოფლიო ჩემპიონობას ქვეყანას არ მოუშალოს მაგნაირი ლომკაცები!!! არ შემიძლია გენო პეტრიაშვილზე არ ვთვა ორი სიტყვა რა სჭირს ამ ადამიანს??? ფინალს ვუყურე არანაირი მცდელობა არანაირი ჟინი არანაირი გამარჯვების წყურვილი... რისთვის გამოდის ფინალში თუ ასე უნდა დადგეს მთელი შეხვედრა????? სამარცხვინო ფინალებს ჭიდაობს შარშანაც ასე წააგო ილეთის გაკეთების სურვილიც არ ჰქონია და წელსაც მარაზმია მისი ჭიდაობა ამერიკელი გამოვიდა მაგის წონაში მესამეზე გავიდა ილეთს ილეთზე აკეთებდა ერთი სიამოვნება იყო მისი ყურება!!!!
roni
17 სექტემბერი 2023 22:58
1
ვულოცავთ, ჩვენს საამაყო "ლომს" ლაშა ტალახაძეს, ბრწყინვალე გამარჯვებას! საქართველოს უმრავლოს შენნაირი შვილები! იხარე და იბედნიერე კარგო ქართველო!
ზურა
17 სექტემბერი 2023 22:14
0
გენაცვალე ლაშა! უფალი გფარავდეს! მადლობა! მადლობა! მადლობა!
ირაკლი
17 სექტემბერი 2023 22:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული