სხვადასხვაფარიკაობა
ბაზაძე უმედლოდ დარჩა... მეორე დასანანი მარცხი ქართველისგან...
ღვთისავარ ანთაძე
11:38/24-07-2021
+-

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის პირველ დღეს ხმლით ფარიკაობაში მოასპარეზე სანდრო ბაზაძე ნახევარფინალში ოლიმპიადის მოქმედ ჩემპიონს, რეიტინგის მე-4 ნომერ არონ შილადთან დამარცხდა, რის გამოც მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში კიმ ჯონ ხვანთან გადაინაცვლა..

ქართველმა მოფარიკავემ შეხვედრა შესანიშნავად დაიწყო და შესვენებაზე 8:7 გავიდა, 22-ე ქულის გათამაშების შემდეგ სამხრეთ კორეელმა სპორტსმენმა ჯერ ფეხის ტრავმა მიიღო, შემდეგ გეიმში კი თავის, რის გამოც შეხვედრა რამდენიმე წუთით შეწყდა, საბოლოოდ, შეხვედრა კორეელი სპორტსმენის გამარჯვებით 15:11 დასრულდა, სანდრო კი ოლიმპიური მედლის გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, ბაზაძემ პირველსა და მეორე წრეში ეგვიპტის ორი წარმომადგენელი მოჰაბ სამერი (15:10) და ზიად ელსისი (15:12), მეოთხედფინალში კლასიფიკაციის ლიდერს, ო სან უკის (15:13) სძლია, ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი არონ შილადთან 15:13 დამარცხდა.


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
24
Ემიგრანტი
(1)
/
Dislike(0)
... მეორე დასანანი მარცხი ქართველისგან? ქართველთან წააგო? თუ ქართველისთვის... წერე ქართულად!
10:39:00 AM 7/25/2021
გამოხმაურება(0)
გიორგი
(1)
/
Dislike(0)
ჩაგვრას ყოველთვის აქვს ადგილი ამიტომ ადვილად დასაჩაგრს ეძებენ და ჩვენი სახით პოულობენ ხოლმე კიდეც. ბაზაძემ განაცხადა რომ მსაჯებს ამ თაღლითობას არ შეარჩენს და უჩივლებს. ვნახოთ.
9:40:16 AM 7/25/2021
გამოხმაურება(0)
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2