ამერიკელი კაცი მოციგურავე მწვრთნელს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

AutoSharing Option
ამერიკელი მოციგურავე ადამ შმიდტი თავის ყოფილ მწვრთნელ რიჩარდ კალაჰანს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ კალაჰანი მასზე 1999-2001 წლებში ძალადობდა, როცა ის 13-14 წლის იყო.

კალაჰანისთვის, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის მწრთნელიც ყოფილა, ეს პირველი ბრალდება არ არის. მოციგურავე კრეიგ მაურიციმ კალაჰანი ძალადობაში 1999 წელს დაადანაშაულა და თქვა, რომ მწვრთნელმა მასზე პირველად მაშინ იძალადა, როცა 13 წლის იყო. ხოლო ძალადობამ რეგულარული ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც მაურიცი 18 წლის გახდა და ასე გრძელდებოდა 22 წლამდე. მწვრთნელი მას შემდეგაც არაერთხელ შეეცადა კრეიგ მაურიცისთან
სექსუალური კავშირის დამყარებას.

ახლა კი, მას უკვე ადამ შმიდტი უჩივის, რომლის ადვოკატების განცხადებით, შმიდტი კლინიკაში გახდა მოსათავსებელი მას შემდეგ, რაც პირველად ისაუბრა ამ საკითხის შესახებ.

როგორც ირკვევა, მაურიცის შემთხვევაში კალაჰანს ხელი ამერიკის ფიგურული სრიალის ასოციაციამ დააფარა და სპორტსმენის გაჩუმება შეძლეს, ახლა კი საქმე სხვანაირადაა. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ თავად კალაჰანი ყოველგვარ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსი რამ არასდროს ჩაუდენია.

მომზადებულია cnn-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს - ედვარდ ჰიტს-( Heath, Edward Richard George 1970-1974 წლები) შერჩა პედოფილია და ბავშვების მკვლელობა. მშვიდად გააგრძელა იგივე ცხოვრების წესი ღრმა სიბერემდე. ამიტომ დასავლურ მორალსაც ეჭვის თვალით ვუყურებ
ეკა
12 აგვისტო 2019 13:28
3
თუ კაცია რას იმალება? მაგრამ კაცი რომ ყოფილიყო, ქალს ნახავდა.
ნათია
12 აგვისტო 2019 11:38
0
ეს ჩანაწერი ვერ გავიგე: "მწვრთნელი მას შემდეგაც არაერთხელ შეეცადა კრეიგ მაურიცისთან სექსუალური კავშირის დამყარებას".
13- წლიდან 18- წლამდე ძალადობდაო.
სექსუალური კავშირის დამყარა თუ ვერა???
დათო
12 აგვისტო 2019 14:31
2
როგორ მოგწონთ კაცი მოციგურავე? რუსულიდანაა ნათარგმნი დილეტანტის მიერ.
Status quo
12 აგვისტო 2019 12:35
6
უსაქმური ინტრიგანი რომ იქნები ადამიანი და რუსულიც რომ არ იცი.. რუსულად фигурист არის, არც კაცი ეწერება წინ და არც მოციგურავე. სანამ თქვენს გენიოსურ აზრებს გადმოაფრქვევთ, წაიკითხეთ რამე. რაც მართლა შეეშლება ჟურნალისტებს, იმაზე მიუთითეთ.
ჯოი ზაზა
12 აგვისტო 2019 12:49
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული