23-27 მარტს საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში ჩატარდება, რომელშიც 40-მდე ქვეყნის 166 მოციგურავე მიიღებს მონაწილეობას. პეკინში საკმაოდ წარმატებული გუნდური და ინდივიდუალური გამოსვლების შემდეგ ქართველი მოციგურავეები იმავე შემადგენლობით იასპარეზებენ მონპელიეში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე. მორის ყვითელაშვილი, ანასტასია გუბანოვა (ერთეულები), მარია კაზაკოვა და გიორგი რევია (სპორტული ცეკვები), კარინა საფინა და ლუკა ბერულავა (სპორტული წყვილები) დაიცავენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას.
ქართველი მოციგურავეები ოლიმპიადის დასრულების შემდეგ დღემდე მსოფლიო ჩემპიონატისათვის მოსამზადებელ ინტენსიურ წვრთნებს საზღვარგარეთ გადიან. მორის ყვითელაშვილი, ანასტასია გუბანოვა და საფინა-ბერულავას წყვილი იტალიის
ქალაქ ბერგამოში, ხოლო მარია კაზაკოვა და გიორგი რევია კი გერმანიის ქალაქ ობერსდორფში ვარჯიშობენ. კვირის ბოლოს ქართველი სპორტსმენები სრული შემადგენლობით გაემგზავრებიან საფრანგეთში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად.
წყარო: Georgian Figure Skating Federation
ყვითელაშვილის ლამაზი ნომერი და ათეული [VIDEO]
გუბანოვას შთამბეჭდავი გამოსვლა - ქართველი სპორტსმენი ათეულში [VIDEO]