ფიგურულ სრიალში საქართველოს ნაკრების წარმომადგენელმა ანასტასია გუბანოვამ იაპონიაში, კერძოდ, ქალაქ საიმატაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მე-14 ადგილი დაიკავა.
როგორც მოგახსენეთ, 2 დღის წინ 20 წლის მოციგურავემ მოკლე პროგრამაში 65.40 ქულა დაიმსახურა და პირველი ეტაპი მე-11 ადგილზე დაასრულა, დღეს კი თავისუფალ პროგრამაში 119.52 ქულა მოიპოვა და საერთო ჯამში მე-14 პოზიციას დასჯერდა, შეჯიბრების გამარჯვებული 224.61 ქულით იაპონელი კაორი საკამოტო გახდა.
შეგახსენებთ, ბოლო ევროპის ჩემპიონატზე ანასტასია გუბანოვამ ოქროს მედალი მოიგო.
16:31 24-03-2023
ანასტასია გუბანოვა მსოფლიო ჩემპიონატზე მე-14 ადგილზე გავიდა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ზამთარში აკრეფილი ფორმა,ვერც ერთმა ჩვენმა მოციგურავემ ვერ შეინარჩუნა.არა უშავს,რაც მთავარია, გამარჯვებებს გემო გაუსინჯეს.უკვე იციან,რომ შეუძლიათ და სამომავლოდ,გაცილებით სერიოზულად მიუდგებიან საქმეს.
3
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული