სხვადასხვაფიგურული სრიალი
გუბანოვამ 62.59 ქულა დაიმსახურა და თავისუფალ პროგრამაში გამოვა
ღვთისავარ ანთაძე
06:58/24-03-2022
+-

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების შემდეგ მოციგურავეები ასპარეზობას მონპელიეს მსოფლიო ჩემპიონატზე შეუდგნენ. წლის მეორე უმნიშვნელოვანეს შეჯიბრებაზე საქართველო სრული გუნდით წარდგება, იმ მოციგურავეებით, რომლებიც წლეულს, თებერვალში პეკინის ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ.

მონპელიეს ყინულზე საქართველოს ნაკრებიდან ასპარეზობას პირველი შეუდგა ანასტასია გუბანოვა. ჩვენმა წარმომადგენელმა მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 62.59 ქულა დაიმსახურა და 33 მონაწილეს შორის მე-14 შედეგი აჩვენა. შეჯიბრების ფინალურ ეტაპზე, ანუ თავისუფალ პროგრამაში გასასვლელად 24 საუკეთესოს შორის მოხვედრა იყო აუცილებელი.

მოციგურავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი 27 მარტს დასრულდება.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი


(0)
/
Dislike(0)
კომენტარები
0
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
სიახლეები
პრემიერ ლიგა
გუნდი
სტატისტიკა
პრემიერ ლიგა
ბომბარდირებიგოლები | ასისტები
სატრანსფერო სიახლეები
Ad c2