"საქართველო ტალანტებს გვართმევს, მაგრამ არ ინერვიულოთ, რადგან..." - რუსები 13 წლის ინგა გურგენიძემ გააღიზიანა, რომელიც ამიერიდან საქართველოს სახელით გამოვა

AutoSharing Option
13 წლის ნიჭიერმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ, რომელიც დიდ ტალანტად ითვლება, მოქალაქეობა შეიცვალა და ამიერიდან რუსეთის ნაცვლად საქართველოს სახელით გამოვა.

ამ გადაწყვეტილებამ რუსები აშკარად გააღიზიანა და Championat.com-მა საკმაოდ ვრცელი წერილიც გამოაქვეყნა.

"პერსპექტიულმა რუმა მოქალაქეობა შეიცვალა, საქართველო ისევ გვართმევს ტალანტებს", - არის სტატიის სათაური. 

სტატიაში ვრცლად არის მიმოხილული გურგენიძის მიღწევები. ის ამჟამად ქალაქ ყაზანში ცხოვრობს და ლიუდმილა გაფაროვას ხელმძღვანელობით ვარჯიშობს. ინგა გურგენიძემ გასულ წელს ყაზანის საქალაქო პირველობაში მიიღო მონაწილეობა და ჩემპიონი გახდა. ამასთან, იუნიორებს შორის რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეობის უფლებაც მოიპოვა.

რას
დაკარგავს რუსეთი გურგენიძის წასვლით? - სვამს კითხვას რუსული გამოცემა და წერს, რომ ინგას მამა ჰყავს ქართველი და გვარიც მხოლოდ 1 წლის წინ შეიცვალა, იქამდე კი ინგა ნიკიტინას სახელით ასპარეზობდა.

"ინგას საქართველოს ნაკრებში იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრისა და სამომავლოდ ნაკრების ლიდერი გახდომის შესანიშნავი შანსები აქვს, მაგრამ არ უნდა ვინერვიულოთ, რომ მან სპორტული მოქალაქეობა შეცვალა, რადგან ჩვენ საკმარისზე მეტი ახალგაზრდა ნიჭიერი გოგონები გვყავს. 

ინგას გამოსვლები კარგია, მაგრამ ის რუსეთში პრიზებს იღებს მხოლოდ ნაკლებად ცნობილ ტურნირებზე. ასე რომ, რუსეთს არაფერი აქვს დასაკარგი საქართველოს ნაკრებში გადასვლით", - წერს გამოცემა.

Championat.com ასევე ახსენებს იმასაც, რომ ფიგურულ სრიალში სპორტსმენებს, რომლებსაც ახლა საქართველოსთვის წარმატება მოაქვთ, წარსულში რუსეთის სახელით გამოდიოდნენ.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს ნაკრები ფიგურულ სრიალში რუსი სპორტსმენებით გაძლიერდება. უფრო მეტიც, იქ ლიდერები სწორედ ის მოციგურავეები არიან, რომლებიც წარსულში სრიალებდნენ რუსეთისთვის.

მორის ყვითელაშვილი, რომელიც მოსკოვში დაიბადა და თუთბერიძესთან ერთად ვარჯიშობს, რეგულარულად აძლევს საქართველოს საამაყოს მიზეზს.

პეკინის ოლიმპიადაზე მან დახურა საუკეთესო ათეული, ხოლო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პოდიუმს ერთი ნაბიჯი დააკლდა და მეოთხე გახდა.

კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ, რომლებიც პერმში პაველ სლიუსარენკოსთან ერთად ვარჯიშობენ, წელს უმცროსი მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ოქრო მოუტანეს. მარია კაზაკოვას და გეორგი რევიას საცეკვაო დუეტი ასევე კარგად გამოვიდა იუნიორთა შეჯიბრებებზე და ახლა თანდათან უფროსების რიგში წევრიანდება.

მაგრამ ყველაზე წარმატებული შენაძენი ნამდვილად 19 წლის ანასტასია გუბანოვა იყო. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეექვსე ადგილის წყალობით, საქართველომ მიიღო უფლება, მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე ორი მოციგურავე გამოეყვანა. და აი, ხედავთ, ალინა ურუშაძესთან ერთად მესამე კვოტას მიიღებენ - ახალი კოლეგა ინგა გურგენიძესთვის", - წერს გამოცემა.

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტ მაკა გიორგობიანის განცხადებით, ინგა გურგენიძის დებიუტი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ერთ თვეში შედგება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მიწისაგან პირისგან აღგავე რუსეთი---ბუნების ძალავ!
17
ძალიანაც კარგი!!!
tngh
12:04 12-08-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული