ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ

AutoSharing Option
ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე წყვილთა შორის ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მოკლე პროგრამის შემდეგ მეტელკინა და ბერულავა 57.03 ქულით მეცხრე ადგილზე იყვნენ. წყვილმა თავისუფალ პროგრამაში 134.85 ქულა დაიმსახურა, ჯამში 191.88 ქულა დააგროვა და საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა.

31 იანვარს შეჯიბრებაში რითმულ ცეკვებში საქართველოს სახელით დიანა დევისი და გლებ სმოლკინი იასპარეზებენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბოლომდე დაიხარჯნენ და ფაქტობრივად შეუძლებელი შესძლეს!ვიცი,რომ დუეტს ტრავმები აწუხებდა და ის დასანანი შეცდომებიც ამისი ბრალი იყო,რის გამოც,პირველ დღეს,მხოლოდ მეცხრე ადგილზე დარჩნენ.აქვე ნიკა ეგაძის დიდებულ მოკლე პროგრამააც აღვნიშნავ,რომლის შემდეგაც,მეორე ადგილზე მიდის და ორჭიდის ჯამში მედლისათვის აუცილებლად იბრძოლებს.ერთი მედალი უკვე გვაქვს,ორ დისციპლინაში კი,პირველ და მეორე ადგილზე მივდივართ!უკვე ესეც შესანიშნავია და დღეს კიდევ ცეკვებში გამოდის ჩვენი დუეტი.დარწმუნებული ვარ კვარცხლბეკზე კიდევ ავლენ,ჩვენი სპორტსმენები.
სოსო
10:56 31-01-2025
0
ყოჩაღ! გენაცვალეთ!
ირაკლი
14:32 31-01-2025
0

სიახლეები პოპულარული