გუშინდელი მოკლე პროგრამის შემდეგ გურგენიძეს 58.84 ქულა ჰქონდა და მესამე ადგილს იკავებდა. დღეს თავისუფალ პროგრამაში მან 128.97 ქულა მიიღო, ჯამში კი 187.81 ქულა მოიპოვა და ოლიმპიური ოქროც დაიმსახურა. ვერცხლის მედლის მფლობელი ესტონელი ელინა გოიდინა გახდა, ბრინჯაოს მედალი კი შვეიცარიის სახელით მოასპარეზე ლეანდრა ციმპუკაკისმა მოიპოვა.
ცნობისთვის, ამ დრომდე ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჩვენი ქვეყნიდან ოქროს მედალი არავის ჰქონდა მოპოვებული, თუმცა ინგამ დღეს ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
მრავალჟამიერ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!