საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვას დაძაბულ ბრძოლაში სძლია

AutoSharing Option
საქართველოს U17 ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრებმა თბილისში გამართულ აღმოსავლეთ ევროპის ზონალურ ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და შეჯიბრი მე-7 ადგილზე დაასრულა.

ქართველმა ახალგაზრდებმა მეშვიდე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლაში ურთულეს, 5-სეტიან ბრძოლაში ლიეტუვას გუნდი დაამარცხეს- 3:2 (25:23; 14:25; 18:25; 25:22; 15:9).

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ბექა ლობჟანიძე გახდა, რომელმაც 27 ქულა მოუტანა საქართველოს ნაკრებს.

რაც შეეხება ტურნირის დანარჩენ მონაწილეებს, მესამე ადგილისთვის ერთმანეთს რუსეთი და უკრაინა დაუპირისპირდებიან, ხოლო ჩემპიონობისთვის პოლონეთი და ბელარუსი იბრძოლებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული