რაინდი იყო და პუტინის უკანალის მლოკველი გახდა - უტკინმა რუსული ჰოკეის ლეგენდას მწარედ დასცინა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიაჩესლავ ფეტისოვი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მსოფლიოს მთავარი ჰოკეისტი უწოდა.

"როგორი რაინდი იყო... მკერდით აპობდა კონტინენტებს, შემხვედრ კუნძულებს ძალოვანი ილეთით მიათრევდა. და უკანალის მლოკველი გახდა.

მე უფრო ახალგაზრდა ვარ, რა იცი რა მელის - იმედია, ასეთ დონემდე არ მივალ. უბრალოდ თქვენ არ გესმით. ეს ფეტისოვია...

დაბერდა. ვერ გამიგია, რა არ ჰყოფნის; და სად არის დიდების დარბაზი (სლავის?), რომლისკენაც ის კიდევ მიისწრაფვის", - დაწერა უტკინმა თავის "ტელეგრამ-არხზე".

მკითხველის კომენტარები / 4 /
ეგ როდის იყო რაინდი სსრკ დროს თუ ცსკა-ში? "კრასნაია მაშინა" იყო და მართლაც კაი ჰოკეისტი, ტრეტიაკი( ლეგენდა) პოლკოვნიკია და რა?
vaxo
25 სექტემბერი 2021 15:58
3
ზუსტადაც მსოფლიოს? აბა ევროპის ოლიმპიადაც არსებობს და ხომ უნდა გავარჩიოთ?
ვახო
25 სექტემბერი 2021 09:21
1
Re: "დაწერა უტკინმა ტელეგრამ-არხზე"
Telegram-ი არის ФСБ-ს რესურსი, რომლის მთავარი სერვერები მდებარეობს რუსეთში. Telegram-ის მეშვეობით ФСБ იღებს თქვენი ტელეფონის მიკროფონზე, კამერაზე და GPS- ზე სრულ წვდომას.
ქ. გ.
25 სექტემბერი 2021 07:55
3
მსოფლიოს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი რაღაც ახალია!
გიორგი
24 სექტემბერი 2021 22:53
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული