გიორგი დიხამინჯია კარიერას "ლოვოსიცეში" გააგრძელებს

AutoSharing Option
25 წლის ქართველი ხელბურთელი გიორგი დიხამინჯია კარიერას ჩეხეთის კლუბ HK Lovci Lovosice-ში გააგრძელებს. მან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს ივლისიდან შეუერთდება.

გუნდი ჩეხეთის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს და წელს მესამე ადგილზე გავიდა, რის გამოც შემდეგ სეზონზე ევროპის ლიგაზე ითამაშებს. "ლოვოსიცე" 1956 წელს დაფუძნდა და ჩეხეთის ჩემპიონატის ექვსგზის პრიზიორი (2 ვერცხლი, 4 ბრინჯაო) და სამგზის თასის მფლობელია. აქამდე გუნდს ასევე უასპარეზია ევროპის და ჩელენჯ თასებზე.

შეგახსენებთ, რომ გიორგი დიხამინჯია წელს გერმანულ კლუბ TSG Lüebbenau-ში ასპარეზობდა და წინა სეზონში ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

geohandball.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ყოჩაღ გიორგი, ასეთი დონის კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება ძალიან სწორი ნაბიჯია!
ლაშა
31 მაისი 2023 22:55
0

სიახლეები პოპულარული