სკანდალი არგენტინაში - კრივში ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი თავის შვილზე სექსუალურად ძალადობდა

AutoSharing Option
კრივში ყოფილ მსოფლიო ჩემპიონს, არგენტინელ კარლოს ბალდიმორს, 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

არგენტინის ქალაქ სანტა ფეში სასამართლო პროცესი ჩატარდა, სადაც ყოფილი მოკრივე თავის შვილზე სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ სცნეს, პროკურორი კი 20-წლიან პატიმრობას ითხოვს.

ბალდიმორი ციხეში 2017 წლის 26 დეკემბრიდან ზის. თითქმის ერთი წლის შემდეგ კი გამოძიებამ მისი ბრალეულობა დაამტკიცა.

ყოფილმა სპორტსმენმა თავის შვილზე ძალადობა 2008 წლიდან დაიწყო, როდესაც გოგონა 7 წლის იყო.

ეს ამბავი მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც მსხვერპლის დედამ პოლიციას მიმართა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რამ გააცხოველა ეს ხალხი.
სოსო
12:18 14-08-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული