28 ივნისს მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ქართველმა მოკრივემ, ოთარ ერანოსიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ოთარი ნახევარფინალში რუსეთის წარმომადგენელ გაბილ მამედოვთან დამარცხდა და რეგლამენტის მიხედვით, ბრინჯაოს მედალი ერგო.
ეს საქართველოს დელეგაციისთვის რიგით 25-ე მედალია. საერთო ჯამში, საქართველოს ანგარიშზე 6 ოქრო, 7 ვერცხლი და 12 ბრინჯაოა.
მედლისთვის ბრძოლას დღეს კიდევ ერთი ქართველი მოკრივე სახილ ალახვერდოვი (49) გამართავს, რომელიც ნახევარფინალში იტალიელ ფედერიკო სერას შეხვდება. შეხვედრა ჩვენი დროით 20:00 საათიდან დაიწყება.