დეონტეი უაილდერი: კოსტიუმის გამო წავაგე - ის მძიმე იყო

AutoSharing Option
WBC-ის ექსჩემპიონი მძიმე წონაში დეონტეი უაილდერი ტაისონ ფიურისთან მარცხს, არც მეტი, არც ნაკლები, თავის კოსტიუმს აბრალებს.

"ფიურიმ ვერანაირი ზიანი ვერ მომაყენა. ფაქტი ისაა, რომ ჩემი კოსტიუმი ძალიან მძიმე აღმოჩნდა. ბრძოლის დასაწყისშივე ფეხებმა მიმტყუნეს. მესამე რაუნდისკენ ისინი სრულიად მოკვდნენ. მაგრამ მე - მებრძოლი ვარ. მარტივად შესამჩნევი იყო, რომ ფეხებზე პრობლემები მქონდა. ეს პრობლემა კოსტიუმის გამო იყო. პირველად მოხდა ისე, რომ კოსტიუმი ბრძოლის წინ მოვირგე. ის ძალიან მძიმე აღმოჩნდა, 18 კგ იყო. ეს კოსტიუმი აფროამერიკულ თვეს მივუძღვენი, მინდოდა ეფექტური ყოფილიყო, თუმცა სხვა
ყველაფერი მის გამო გავწირე", - განაცხადა დეონტეიმ Yahoo Sports-თან საუბარში.

უაილდერმა ასევე განაცხადა, რომ უკმაყოფილოა თავისი მწვრთნელით, მარკ ბრელანდით და არ ფიქრობს, რომ გუნდში დატოვებს. მისი სიტყვებით, ბრძოლამდე მან სთხოვა გუნდს, რომ ბრძოლა არავითარ შემთხვევაში არ გაეჩერებინათ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კი, ნამდვილად
დაცვა
25 თებერვალი 2020 11:53
0
ცუდ მოცეკვავეს რაც ხელს უშლიდა ის ვარიანტია :D
შეტევა
25 თებერვალი 2020 11:48
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული