რინგზე ხელს ვერ არტყამდნენ, კარიერის დასრულების შემდეგ კი მანქანამ გაიტანა - ფერნელ უითაკერის საოცარი ისტორია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფერნელ უითაკერი - ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე და ამავდროულად დიდებული დაცვის ტექნიკის მქონდე მოკრივე იყო. ამბობენ: "თუ კრივს ტკბილი მეცნიერება ჰქვია, უითაკერი - აინშტაინი იქნებოდა".

9 წლის ასაკში ფერნელმა დაიწყო კრივით დაკავება. მოყვარულებში, ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, მან 214 ბრძოლა ჩაატარა, საიდანაც 201-ში მოიგო. თავად უითაკერი ამბობდა, რომ 500-ზე მეტი ორთაბრძოლა ჰქონდა გამართული. 20 წლის ასაკში სამოყვარულო კრივის მთავარ ჯილდოს - ოქროს ლოს-ანჟელესის ოლიმპიადაზე დაეუფლა. მან თავის მოწინააღმდეგეები იმდენად მარტივად გაანადგურა, თითქოს ისინი პირველად იდგნენ რინგზე.

პროფესიონალურ კრივში ის კიდევ
უფრო მეტად დაიხვეწა. თითქმის შეუძლებელი იყო ფერნელისთვის ხელი მოერტყათ, რასაც ვიდეოშიც ნახავთ. კომენტატორი ლარი მერჩანტი ამბობდა: "ფერნელი კითხულობს მოწინააღმდეგის სხეულს. მან იცის საიდან წამოვა დარტყმა, ამიტომ მას ვერ არტყამენ ხელს."

თავის სტილიდან გამომდინარე ამერიკელი არ იყო პანჩერი, მან 46 ბრძოლიდან მხოლოდ 17-ჯერ მოიგო ნოკაუტით. თუმცა აქ უნდა აღინიშნოს ბრძოლა დიობელის ურტადოსთან. მაშინ უითაკერი აღარ იყო ფორმის პიკშია, თანაც კოკაინზე დამოკიდებული იყო და ეს ორმაგად აუარესებდა მის ფიზიკურ ფორმას. მე-11 რაუნდამდე კუბელი ურტადო აშკარად უგებდა ამერიკელს და მსაჯების ყველა ბარათზე ლიდერობდა. მე-11 რაუნდში კი უითაკერმა სენსაციურად დაანოკაუტა მოწინააღმდეგე და რინგის ბაგირზე გადაკიდა.

პირველი მარცხი პროფესიონალებში, ფერნელმა 1988 წელს საფრანგეთში WBC-ის ტიტულზე ბრძოლისას განიცადა. ხოსე ლუის რამიერესმა 12 რაუნდიან ბრძოლაში ამერიკელი მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა, თუმცა ეს აშკარად "ძარცვა" იყო, უითაკერმა აშკარად მოიგო ის ბრძოლა. რევანში ერთ წელიწადში ახლა უკვე აშშ-ი ჩაინიშნა, სადაც ამერიკელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაანადგურა რამირესი. კარიერის ბოლო წლებში, როცა ფორმის პიკშიც აღარ იყო და ნარკოტიკებს სერიოზულად მოიხმარდა, ზედიზედ 3-ჯერ წააგო და სპორტული კარიერა დაასრულა კიდეც.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ფიზიკურად დასუსტებული ფორმისა, მან ოსკარ დე ლა ჰოიას აშკარად მოუგო, თუმცა მსაჯებმა გამარჯვებული ოსკარი ჩათვალეს. მეორე დღეს ყველა ავტორიტეტული გამომცემლობა ამ გადაწყვეტილებას "ძარცვას" უწოდებდა.

უითაკერს ერთი ფრეც აქვს და თანაც ხულიო სეზარ ჩავესთან, რომელსაც, ასევე, ბევრი ექსპერტის გადაწყვეტილებით სძლია, მაგრამ მსაჯებმა ფრე მისცეს. ოსკართან ბრძოლის შემდეგ რუს პესტრაიევს შეხვდა და მოუგო, თუმცა ბრძოლის შემდეგ ნარკოტიკის ტესტი ჩააგდო და შედეგი გააუქმეს.

1999 წელს ფელიქს ტრინინდადმა უსიტყვოდ მოუგო ლეგენდას, ხოლო 2001 წელს კარლოს ბოხორკესთან ბრძოლაში ყბა მოიტეხა და შეხვედრა გააჩერეს. მაშინ ფერნელმა განაცხადა:"მგონი, ეს დასასრულია" და კარიერა დაასრულა.

ბედის ირონია ისაა, რომ უითაკერს რინგზე ხელიც არ ხვდებოდა ხოლმე, თუმცა 2019 14 ივლისს ის სახლში ბრუნდებოდა, როცა მანქანამ დაარტყა და სასწარფოს მოსვლამდე გარდაიცვალა. უითაკერი აღიარებულია, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე. ის იყო 90-იანების მსხვილი ვარსკვლავი. ზოგიერთი მას საუკეთესო დაცვის მქონდე მოკრივედ მიიჩნევს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორ ახერხებთ ასე თარგმნას
0
აი ესეთი კაცი უნდა შეუგდო კამერაში ჩვენ პოლიციის უფროსს ნახევარი საათი ეყოფა, ღირსი კია ელი...
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
22:04 20-06-2020
0

სიახლეები პოპულარული