მაიკ ტაისონმა პლანეტის საუკეთესო მებრძოლი გამოიწვია: გინდა ფული? შემხვდი მე!

AutoSharing Option
UFC-ის ნახევრად მძიმე წონის ჩემპიონ ჯონ ჯონსს ორგანიზაციის პრეზიდენტთან, დეინა უაითთან ჰონორარის მომატებასთან დაკავშირებით კონფლიქტი აქვს და პრომოუშენის დატოვებით იმუქრება. კრივის ლეგენდამ, მაიკ ტაისონმა, რომელიც ახლა რინგზე დაბრუნებისთვის ემზადება, ჯონსის კონფლიქტი გადაჭრა.

"UFC კრივზე პოპულარულია, ხომ? რეიტინგშიც სჯობს, ხომ? თუმცა UFC-ის მებრძოლი ვერასდროს იქნება მაღალი კლასის მოკრივეზე მდიდარი. იმისათვის, რომ კონორ მაკგრეგორს 100 მილიონი გამოემუშავებინა, ფლოიდ მეივეზერთან ბრძოლა მოუწია. ჯონ ჯონსმა ჩემთან უნდა იჩხუბოს, თუ კარგი ფულის გამომუშავება სურს", - თქვა მაიკმა "ინსტაგრამის" პირდაპირ ჩართვაში.

ჯონსმა კი თავისი პირობები გააჟღერა:
"გისმენ, მაიკ. მე შენ შეგხვდები რინგზე იმ პირობით, თუ შენ შემდეგ ოქტაგონზე შემხვდები. გპირდები, პატივისცემის გამო არაფერს მოგტეხავ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩაუფსია ჯონსს და ეგ არი.
1

სიახლეები პოპულარული