უმრავლესობისთვის უცნობი და, ალბათ, წარმოუდგენელია, თუმცა ლეგენდარული ამერიკელი ევანდერ ჰოლიფილდი ბალეტის გაკვეთილებზე დადიოდა. მძიმეწონოსან მოკრივეს ბალეტი ბალანსისა და ფეხების მუშაობის გაუმჯობესებაში ეხმარებოდა.
ზოგადად, ცეკვები საკმაოდ კარგი ვარჯიშია. კრივის ვირტუოზი ვასილი ლომაჩენკო ბავშვობიდან დადიოდა ლათინოამერიკულ ცეკვებზე. ასევე, "შუგარ" რეი რობინსონი გამოცდილი მოცეკვავე იყო.
არჩი მური რობინსონის მეთოდისგან შორს არ იყო. არჩი სტეიკს ღეჭავდა და ცდილობდა ხორცის წვენი გამოეწურა და მხოლოდ ის გადაეყლაპა. მოკრივის თქმით, ასე ის ხორცის ყველა სასარგებლო ნივთიერებას ზედმეტი კალორიების გარეშე იღებდა.
ჯორჯ ფორმანი არ სვამდა სისხლს და არ ცეკვავდა, თუმცა ჯანის გასაზრდელად მხრებზე ძროხებს შემოიგდებდა და ისე დადიოდა. რობერტ ფიცსიმონსი კი ცხენს აშინებდა და მის მოქნეულ ჩლიქებს იცილებდა.
ვასილი ლომაჩენკო თავის სავარჯიშო ბანაკში მთელ რიგ უცნაურ და კომპლექსურ დავალებებს აკეთებს: მოკრივე 5 წუთით იკავებს ჰაერს, თამაშობს დომინოს, ხსნის თავსატეხებს, რათა გონების სიმახვილე შეინარჩუნოს.
ლეგენდარულ მუჰამედ ალისაც ჰქონდა თავისი მეთოდიკა. ის სირბილის დროს მძიმე ჩექმებს იცვამდა და რამდენიმე ათეულ მილს დარბოდა.