გასაოცარი გოგონა კრივის რინგიდან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ბრძოლაში იწვევს, - იტყობინება "სანი".
ჟიზელ არიანი მზადაა 69 წლის პუტინს შეებრძოლოს და ამტკიცებს, რომ ძალიან აგრესიული იქნება. არიანის ამ გადაწყვეტილების მიღება პუტინის არმიის უკრაინაში შეჭრამ გამოიწვია და მისი მტკიცებით, აგრესიაზე აგრესიითვე უპასუხებს.
პუტინი ტაეკვანდოში შავი ქამრის მფლობელი იყო, მაგრამ რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის გამო მას მსოფლიო ტაეკვანდოს ფედერაციამ ქამარი ჩამოართვა, ხოლო ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ საპატიო პრეზიდენტისა და ელჩის სტატუსი შეუჩერა.
შეგახსენებთ, ცნობილმა ამერიკელმა მეწარმემ, ინჟინერმა და მილიარდერმა ილონ მასკმა პუტინი დუელში გამოიწვია,
UFC-ის კომენტატორმა ჯო როგანმა კი მასკს ვარჯიშების ორგანიზება, მწვრთნელობა და სეკუნდანტობა შესთავაზა.
როგანმა თავისი გადაცემის სტუმარს, მონტი ფრანკლინს უთხრა: "მასკს უნდა, პუტინს შეებრძოლოს. თქვენ ეს ნახეთ? მე ჩემი სამსახური შევთავაზე. ის დამთანხმდა. ეს მართლაც ეპიკური იქნება.
როგორი იქნება ბრძოლის წესები? მე ვიტყოდი, საბრძოლო ხელოვნების მიხედვით. ისევე, როგორც შერეულ ორთაბრძოლებში. ახლა 2022 წელია. ჯანდაბას კრივი".