ქართველი მსაჯები WBC-ს ეგიდით!

AutoSharing Option
ქართველ მოკრივეებთან ერთად საერთაშორისო დონეზე წარმატებას აღწევენ პროფესიონალური კრივის ქართველი მსაჯებიც!

26 აგვისტოს სომხეთში, ქალაქ ერევანში, გრანდიოზული საკრივო შოუ გაიმართა, სადაც მთავარი ბრძოლა WBC CISBB მსუბუქი წონის ვაკანტური ქამრისათვის შედგა ადგილობრივ კარენ ტონაკანიანსა და ტაჯიკ ელჩიბეკ ნიოზმამადოვს შორის.

ამ ბრძოლაზე სპეციალური მიწვევით მსაჯებად წარდგენილნი იყვნენ საერთაშორისო დონის ქართველი მსაჯები - გიორგი კობახიძე და გელა სხირტლაძე. საჩემპიონო ბრძოლის სუპერვაიზერი გახლდათ WBC წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებში ალექსანდრ კარბიშევი.

ქართველმა მსაჯებმა ჩვეულად მაღალპროფესიონალურად განსაჯეს შეხვედრა და დადებითი შეფასება დაიმსახურეს კრივის სპეციალისტების
მხრიდან.

გიორგი კობახიძე და გელა სხირტლაძე გახდნენ პირველი ქართველი მსაჯები, რომლებმაც უცხოეთში გამართულ საჩემპიონო ბრძოლის განსჯაში მიიღეს მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ორგანიზებითა და WBC და EBU-ს წარმომადგენელთა მხარდაჭერით, თბილისში გაიმართა მსაჯთა საერთაშორისო სემინარი, რომელიც წარმატებით გაიარეს ქართველმა პროფესიონალური კრივის მსაჯებმა და მსოფლიოს კრივის საბჭოსა და ევროპის კრივის კავშირის სპეციალური წარმომადგენლების მხრიდან მაღალი შეფასებაც დაიმსახურეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული