ნურმაგომედოვი ბრძოლის ადგილზე: თბილისიდან დაგვირეკეს და მზად არიან...

AutoSharing Option
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელიც ამჟამად დაღესტანში იმყოფება და ვერ ახერხებს აშშ-ში გაფრენას და ტონი ფერგიუსონთან ბრძოლის ჩატარებას, საინტერესო სიახლეს აანონსებს.

"დუბაი დაკეტილია, აშშ დაკეტილია. ჩემს მენეჯერს თბილისიდან დაურეკეს და დიდი არენა შესთავაზეს ბრძოლის ჩასატარებლად. ჯერჯერობით არ სახელდება არენის სახელწოდება. მე საქართველოში შემოსვლა სპეციალური ნებართვის გაცემის შემდეგ შემეძლება. საინტერესოა, დეინა უაითი და ტონი ფერგიუსონი რა აზრის იქნებიან. მიყვარს საქართველო და ქართველი ხალხი. კარგია, რომ საბრძოლო ადგილი გამოჩნდა", - განაცხა
და ხაბიბმა.

ალბათ, არა მხოლოდ MMA-ის ქართველი ფანების, არამედ საბრძოლო და ზოგადად, სპორტის მოყვარულებისთვის ეს ამბავი საინტერესო და სასურველი იქნებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს პირველი აპრილია და ესეც საპირველაპრილო ხუმრობა გახლავთ.
მკითხველის კომენტარები / 30 /
ისე კარგი იქნება ამ სისულელეების წერას, ის გაარკვიოთ ამ ჟურნალისტებმა რა საწყისი აქვს საპირველაპრილო ტყუილებს. რაც მალე მოიშლით ამ მანკიერ ჩვევას უკეთესია
ქაქუცა
08 აპრილი 2020 00:59
0
ბევრი გარტყმაში არც ხართ ისტორიის... რადგანაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ, ნიშნავს, რომ რუსები არიან? ან იმას არად აგდებთ, რომ მუდამ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლობდნენ და აგრძლებენ? საქართველოც იყო საბჭოთა კავშირში და მისი დროშის ქვეშ თამაშობდა ფეხბურთებსაც, მაგრამ ქართველები იყვნენ :)
ზუზუ
02 აპრილი 2020 13:25
6
მართალი ხართ 100%
ირმა
02 აპრილი 2020 22:50
2
ბოლომდე კითხვა რომ არ იცის უმრავლესობამ და ვერ გაუგიათ რომ საპირველაპრილო ხუმრობა იყო კიდევ გასაგებია, მაგრამ ზოგიერთი ქართულს წერს ჩინურისგან ვერ გაარჩევს კაცი და ამ დროს ადამიანი რომელმაც მშობლიური ენა არ იცის სხვის პატრიოტიზმს არჩევს ალბათ სირცხვილია!!!
!!!!
02 აპრილი 2020 10:02
0
აუ ბიჯოო რა სულსწრაფები ვართ ეს ქართველები ჯერ ერთი ან ცაატარებენ მაგ ბრძოლას და ან არა თბილისში მერე მეორეც ვინ თქვა რომ ეს ბრძოლა აპრილში იქნება ? წაიკითხეთ აზრიანად.
dato
01 აპრილი 2020 20:37
13
1 აპრილიაო
გაგა
01 აპრილი 2020 20:23
0
ლევან მოქალაქეობა განსხვავდება ეროვნულობისგან . იყო რუსეთის მოქალაქე არ ნიშნავს რომ იყო რუსი . როგორც ჩანს არ გაქვთ შეხება არც თქვენ და არც ზორბეგს კავკასიელ ხალხთან . ჩადი დაღესტანში . ინგუშეთში და უთხარი რუსი ხარო ცოცხალი ვერ გამოასწრებ
Noe
01 აპრილი 2020 19:43
3
რატომ ვართ ხაბიბის წინააღმდეგ ქართველების უმრავლესობა როცა პირიქითუნდა იყოს კავკასიელია ასეთუ ისე ჩვენი მეზობელი მაგრამაქ ზოგადად ჩრდილოკავკასიელებისმიმართ დამოკიდებულებაა ისინი ძალიან მეტიჩრულად ამარტავნულად იქცევიან თითქოს მათ გარდა არავინ იყოს ათხაზეთმაც დიდი როლი ითამაშა თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მათ შორისაც არის ბევრი ვაჟკაცი რომელიც არ ლოკავს რუსის ჩექმას
კახა
01 აპრილი 2020 18:51
2
უკვე იწერება,რომ კონორი იქნება ფერგიუსონის მეტოქე მემგონი დანა უაითმა გამოაცხადა.ბრძოლის ლოკაცია ჯერ კიდევ უცნობია,იწერებოდა მასვიდალი-უსმანის ბრძოლა ნახევრადსაშუალო წონის ქამარზე,მაგრამ რაღაცნაირად ეს ამბავი მიწყნარდა UFC 249-სთვის.ე.ი.რადგან დანამ თქვა ასეა და მოკლედ არანაკლები ჯახი გველოდება წინ.
კარგით რა
01 აპრილი 2020 18:47
3
ჰაბიბი შესაძლოა პიროვნულად კარგი ადამიანია, შესაძლოა ვიღაცას როგორც მებრძოლი მოსწონს, შესაძლოა არც იტყუება და მართლა უყვარს საქართველო, მაგრამ იმ ქვეყნის დროშის და ჰიმნის ქვეშ მებრძოლის გულშემატკივრობა რომელიც მთავარი დამნაშავეა უამრავი ქართველის სიკვდილში, გაუბედურებასა და სახლებიდან გამოყრაში ძალიან დაბალი ლეველის უტვინობაა!
zura
01 აპრილი 2020 16:03
9
1 არილი რომ არც იყოს ისედაც უნდა მიხვდე მინიმუმ 21აპრილამდე საქართველოში ორი ორზეც ვერ ითამაშებ ფეხბურთს რაის კრივის მატჩი დახურულ სივრცეში ვინც დაიჯერეთ კიდევ ერთხელ ჩანს რამდენად ""გესმით შენ კი ხაბიბ ეკაიფე ჯო დასენს და კადიროვს :დ
ნოდო
01 აპრილი 2020 15:02
2

სიახლეები პოპულარული