UFC-ის მსუბუქი წონის პირველი ნომერი ტონი ფერგიუსონი ხაბიბ ნურმაგომედოვთან ჩაშლილ შეხვედრაზე, კონორ მაკგრეგორსა და მის მოწინააღმდეგე ჯასტინ გეჯზე საუბრობს.
"ხაბიბს უნდოდა, რომ მეცემა, მაგრამ ის გავარდა თამაშიდან. ახლა გეჯის მახვედრებენ. ამბობენ, ის დივიზიონში ყველაზე უხერხული მეტოქეაო. ვაჩვენებ მას, ეს რასაც ნიშნავს. ისე ვცემ, რომ ვარსკვლავებზე გაემგზავრება.
მე ვერაფერს ვიტყვი ვერც ხაბიბზე და ვერც კონორზე. მათ ორივემ კარიერა დაასრულა. მე ყველას ყველაფერი დავუმტკიცე. მისმინეთ, MMA - ნამდვილი კაცების სპორტია, ეს ორი კი მშიშრების გროვაა", - თქვა ტონიმ.
შეგახსენებთ, ფერგიუსონის თავდაპირველი მოწინააღმდეგე ხაბიბ ნურმაგომედოვი იყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ის რუსეთის საზღვრებს ვერ ტოვებს.